რა დაგიჯდებათ სახელის ან გვარის შეცვლა და შეიცვლება თუ არა პირადი ნომერი? | Allnews.Ge

რა დაგიჯდებათ სახელის ან გვარის შეცვლა და შეიცვლება თუ არა პირადი ნომერი?

თუ თქვენი სახელი არ მოგწონთ ან გვარის შეცვლა გსურთ, მათი გადაკეთება შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან თქვენთვის მონიჭებული პირადი ნომერი უცვლელი რჩება. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს მიმართოთ ან დისტანციური მომსახურებით ისარგებლოთ.

სახელისა და გვარის შეცვლის პირობები:სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილისამებრ.

სრულწლოვან პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.

სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს,გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.

პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:

  • მშობელთა შეერთებული გვარი;
  • პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი;
  • საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;
  • ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;მშვილებლის გვარი;
  • ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;
  • მამის გვარი, მამობის დადგენისას;
  • ისტორიული გვარი,სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.

იხილეთ სრულად