მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ნეშტი 83 წლის შემდეგ ნახეს - ვინ და როგორ იპოვა სევასტოპოლთან ლევან ხაჯალია? | Allnews.Ge

მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ნეშტი 83 წლის შემდეგ ნახეს - ვინ და როგორ იპოვა სევასტოპოლთან ლევან ხაჯალია?

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ბი­ოგ­რა­ფი­აც მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბა. ერთი მათ­გა­ნია სე­ნა­კე­ლი ფარ­მა­ცევ­ტი ლე­ვან ხა­ჯა­ლია, რო­მე­ლიც სა­მა­მუ­ლო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ფრონტზე წა­ვი­და. მისი და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ოჯახს უწყე­ბა არ მოს­ვლია, შე­სა­ბა­მი­სად, იყო დაბ­რუ­ნე­ბის მო­ლო­დი­ნი... ახ­ლობ­ლე­ბი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას 83 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელოდ­ნენ, ეძებ­დნენ, თუმ­ცა ამა­ოდ...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, სე­ვას­ტო­პო­ლი­დან ხა­ჯა­ლი­ე­ბის ოჯახს შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­უ­ვი­და, რომ სამ­ძებ­რო რაზმმა "ყი­რი­მის სა­ზღვარ­მა“ აღ­მო­ა­ჩი­ნა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის ნეშ­ტი. მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და ე.წ.სიკ­ვდი­ლის მე­და­ლი­ო­ნის (ებო­ნი­ტის მე­და­ლი­ო­ნი) მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­შიც აღ­მოჩ­ნდა ხე­ლით შევ­სე­ბუ­ლი ფა­ქი­ზად გა­და­ნა­ხუ­ლი ქა­ღალ­დი: "ხა­ჯა­ლია ლე­ვან ზა­ქა­რი­ას ძე, რი­გი­თი. დაბ.1907. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ, ქა­ლა­ქი ცხა­კა­ია.“ სა­ვა­რა­უ­დოდ, მებ­რძო­ლი 1941 წლის დე­კემ­ბერ­ში ან 1942 წლის იან­ვარ­ში, სე­ვას­ტო­პო­ლის მე­ო­რე შტურ­მი­სას და­ი­ღუ­პა.

"83 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის შე­სა­ხებ არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ­დით და ახლა ერთ პა­ტა­რა მე­და­ლი­ონ­ში მთე­ლი მისი ის­ტო­რია გა­ცო­ცხლდა. სე­ვას­ტო­პო­ლის მახ­ლობ­ლად, მა­კენ­ზი­ეს მთებ­ზე, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ მო­ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც ოდეს­ღაც გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ბრძო­ლე­ბი მძვინ­ვა­რებ­და, დღეს სამ­ძებ­რო რაზ­მე­ბი მუ­შა­ო­ბენ. მათ 120-მდე და­ღუ­პუ­ლის ნეშ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მათ­გან მხო­ლოდ ბა­ბუ­ას იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გვიყ­ვე­ბა ლე­ვან ხა­ჯა­ლი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ვე­რუ­ლა­ვა:

- ყო­ველ 9 მა­ისს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვდებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ვე­ძებ­დით მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ ბა­ბუ­ას. 83 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ვინ გა­ი­გო ლე­ვან ხა­ჯა­ლი­ას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. მისი ძმა - უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი კოტე ხა­ჯა­ლია ომი­დან დაბ­რუნ­და, იუ­რის­ტი იყო და დიდი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და, ძმას ყველ­გან კი­თხუ­ლობ­და და ეძებ­და, ცნო­ბებს აგ­ზავ­ნი­და სა­ზღვარ­გა­რეთ, ყვე­ლა არ­ქი­ვი გა­იხ­სნა, საძ­მო სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, მაგ­რამ ამა­ოდ... აღ­მოჩ­ნდა, რომ ბა­ბუა იბ­რძო­და ჩა­პა­ე­ვის 25-ე მსრო­ლელ­თა დი­ვი­ზი­ა­ში, რო­მელ­მაც ჯერ ოდე­სის, შემ­დეგ კი სე­ვას­ტო­პო­ლის დაც­ვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის 1941 წლის ბო­ლოს ან 1942 წლის იან­ვარ­ში სე­ვას­ტო­პო­ლის მე­ო­რე შტურ­მი­სას, არ­ტი­ლე­რი­ულ და­ბომბვას ემსხვერ­პლა. მთე­ლი დი­ვი­ზია გა­ნად­გურ­და, ამი­ტომ იყო, რომ ამ­ბის მიმ­ტა­ნიც არა­ვინ დარ­ჩა.

წელ­საც, მო­რიგ 9 მა­ის­საც დავ­დე სოცქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია.

ამ სამ­ყა­რო­ში ხან­და­ხან მარ­თლაც ხდე­ბა სას­წა­უ­ლე­ბი. ამ­ბო­ბენ, როცა რა­ღაც მთე­ლი გუ­ლით გსურს, სამ­ყა­რო ამა­ში გეხ­მა­რე­ბა. 10 მა­ისს მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, სე­ვას­ტო­პოლ­ში სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჯა­რის­კა­ცის ნეშ­ტი და "სიკ­ვდი­ლის მე­და­ლი­ო­ნი“ და წარ­წე­რა: "ხა­ჯა­ლია ლე­ვან ზა­ქა­რი­ას-ძე, დაბ. 1907 წ. ქ. ცხა­კა­ია“.

10 მა­ისს ჩემ­მა დამ და­მი­რე­კა, რომ ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სე­ნა­კის ჯგუფ­ში და­ი­დო - სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ორ­გა­ნი­ზა­ცია "დაბ­რუ­ნე­ბა“, რომ­ლის უფ­რო­სიც არის ზაზა მი­ლა­ძე და მას და­უ­დია სე­ნა­კის ჯგუფ­ში, სე­ვას­ტო­პოლ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ნეშ­ტი და ხომ არა­ვინ იცით ლე­ვან ხა­ჯა­ლი­ას ნა­თე­სა­ვე­ბიო. პოს­ტი ჩემ­მა დამ ნახა შემ­თხვე­ვით, დაგ­ვი­რე­კა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი რე­აქ­ცია.

დედა 83 წლი­საა, ასე უც­ბად არ გვინ­დო­და გვეთ­ქვა ეს ამ­ბა­ვი, თან­და­თა­ნო­ბით შე­ვა­გუ­ეთ. მის სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და... ისე­თი ემო­ცი­ე­ბით ვართ დატ­ვირ­თუ­ლი, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. ბა­ბუა როცა ფრონტზე წა­ვი­და. შინ 5 და 4 წლის შვი­ლე­ბი დარ­ჩა, მე­სა­მე­ზე - დე­და­ჩემ­ზე კი ბე­ბია ორ­სუ­ლად იყო. დედა 1942 წელს და­ი­ბა­და და მამა არც უნა­ხავს. მერე ზაზა მი­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დი, მან კი სე­ვას­ტო­პოლ­თან და იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან დაგ­ვა­კავ­ში­რა, რო­მე­ლიც იმ ად­გი­ლას გა­თხრებს ატა­რებს (მო­ხა­ლი­სე­ე­ბი არი­ან, სა­ძი­ე­ბო რაზ­მე­ბია). მათ წინა დღე­ებ­შიც უპო­ვი­ათ იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი ნეშ­ტი და უფიქ­რი­ათ, რომ სხვე­ბიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- რას საქ­მი­ა­ნობ­და ლე­ვან ხა­ჯა­ლია ფრონტზე წას­ვლამ­დე?

- ბა­ბუა ომამ­დე აფ­თი­აქს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სა­მუ­შო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ფრონტზე თა­ვი­სი ნე­ბით წა­ვი­და, ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის უთ­ქვამს: "ჩემი ად­გი­ლი ფრონტზეა, იქ ვარ სა­ჭი­როო...“

დე­დას და თა­ვის დებს ძა­ლი­ან მძი­მე ბავ­შვო­ბა ჰქონ­დათ, უმა­მოდ დარ­ჩნენ, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლე­ბის ოჯახს კი არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თი არ ჰქონ­დათ. ბე­ბი­ის­გან მახ­სოვს, რომ სე­ნაკ­ში ლე­ვანს მი­წე­ბი დარ­ჩა და კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს მას­ზე ოჯახს გა­და­სა­ხა­დებს აკის­რებ­დნენ. ბე­ბია ითხოვ­და, ომში და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხი ვართ, იქ­ნებ რა­ღაც შე­ღა­ვა­თი დაგ­ვი­წე­სო­თო, მაგ­რამ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - რა ვქნათ, თქვე­ნი მე­უღ­ლე არ­სად იძებ­ნა, და­ღუ­პულ­თა სი­ა­ში არა არის, შე­იძ­ლე­ბა ტყვედ ჩა­ბარ­დაო. ასე ობ­ლო­ბა­ში და ვა­ი­ვაგ­ლა­ხით და­ზარ­და ბე­ბი­ამ სამი შვი­ლი. იხილეთ სრულად