6 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაანაცვლოთ ყავა მწვანე ჩაით | Allnews.Ge

6 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაანაცვლოთ ყავა მწვანე ჩაით

ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში.ბევრი ჩვენგანისთვის დილის გამამხნევებელი სასმელი დღის ერთ-ერთი მთავარი სიამოვნებაა. თუმცა, კოფეინი, რომელსაც ჩვენ შეჩვეული ვართ, შეიძლება სხვა წყაროებიდანაც მივიღოთ.

მწვანე ჩაი შეიცავს ნაკლებ კოფეინს, ვიდრე ყავა ან შავი ჩაი, თუმცა თითქმის იგივე გამამხნევებელი ეფექტი აქვს. გარდა ამისა, მწვანე ჩაის აქვს რამდენიმე უნიკალური თვისება, რაც მას ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის.

1. ნაკლებ კოფეინს მოიხმართ

ჩაის ფოთლები შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, ვიდრე ყავის მარცვლები. მაგრამ მათი დამუშავებისა და სასმელის მომზადების შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში ყავაში კოფეინის შემცველობა საგრძნობლად მაღალი რჩება.

ფინჯან მწვანე ჩაიში კოფეინის ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: ჩაის სახეობაზე, ჩაის ფოთლების თავისებურებებზე და მათი დაფქვის ხერხზე. მაგალითად, მატჩას ჩაი, ფხვნილის სახით დაყენებული, შეიცავს ბევრად მეტ კოფეინს, ვიდრე ჩვეულებრივი ფოთლოვანი მწვანე ჩაი და კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ტიპური ფინჯანი ყავა. მაგრამ თუ ყავას ჩვეულებრივი მწვანე ჩაით ჩაანაცვლებთ, საგრძნობლად ნაკლებ კოფეინს მიიღებთ.

კოფეინის მიღების უეცარი შეწყვეტისას (მაგალითად, თუ მიჩვეული ხართ ყოველ დილით ძლიერ ყავას, როგორიცაა ორმაგი ესპრესო), შეიძლება პირველ დღეებში აღინიშნოს მოხსნის სიმპტომები, მათ შორის თავის ტკივილი, გაღიზიანება და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები.

დისკომფორტი გაივლის, როდესაც ორგანიზმი ადაპტირდება კოფეინის ნაკლებ დოზაზე.

2. მცირდება შფოთვა და უმჯობესდება ძილი

კოფეინის შემცირებამ შეიძლება ხელი შეუწყოს შფოთვის შემცირებას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას - განსაკუთრებით კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.

კოფეინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი და დიდი დოზებით (ან თუ ჰიპერმგრძნობიარე ხართ) შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, უძილობა, გახშირებული გულისცემა და არტერიული წნევის მომატება.

ყავის მწვანე ჩაით ჩანაცვლებით შეამცირებთ ამ უსიამოვნო სიმპტომების რისკს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაკლებ კოფეინს მიიღებთ. გარდა ამისა, მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებას L-theanine. თეანინი დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, განწყობას, ძილის ხარისხს, ამცირებს სტრესისა და შფოთვის სიმპტომებს.

3. სასარგებლო ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მიღება

მწვანე ჩაი შეიცავს ბევრ სხვადასხვა ნივთიერებას, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში. ეს სასმელი ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით (ზოგიერთი ანტიოქსიდანტი ასევე გვხვდება ყავაში, მაგრამ მცირე რაოდენობით), რომელსაც ეწოდება კატექინები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ეპიგალოკატექინ გალატი (EGCG).

4. ორგანიზმი ნაკლებად მგრძნობიარე იქნება ანთებითი პროცესების მიმართ

ანთებითი პროცესები ჩვენი იმუნური სისტემის რეაქციაა სხვადასხვა საფრთხეებზე. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფექციებთან და ორგანიზმზე სხვა მავნე ზემოქმედებასთან ბრძოლაში. თუმცა, ქრონიკული ანთება თავისთავად საშიშია და ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. მუდმივმა ანთებითმა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ასთმა, დეპრესია და სხვადასხვა აუტოიმუნური დარღვევები.

კვლევებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის (ძირითადად კატეხინის მაღალი შემცველობის გამო) აქვს შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ის მნიშვნელოვნად აღემატება ყავას. იხილეთ სრულად