“ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ნაკრების მაისური არ ჩამიცვამს“ - ლეგენდარული თენგიზ სულაქველიძე მარადონაზე, კარიერასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე
17:26 / 19-05-2025 “პალიტრანიუსის“ გადაცემა „სახალხო ინტერვიუ“ - „დაუსვი შეკითხვა“ - ambebi.ge-ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, შეკითხვა დაუსვათ თქვენთვის სასურველ და სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს. შეკითხვის დასმა შესაძლებელია ambebi.ge-ს კომენტარების ველში ან ambebi.ge-ს „ფეისბუქგვერდზე“.
ამჯერად თქვენს დასმულ შეკითხვებს უპასუხა ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა თენგიზ სულაქველიძემ.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს. სრულად გადაცემის ნახვა კი შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.
- რამდენიმე დღის წინ 44 წელი გავიდა იმ ლეგენდადქცეული მატჩიდან, როდესაც თბილისის „დინამომ“ თასების თასი მოიგო. რა თარიღია ეს თქვენთვის?
დავითი
- იქამდე ასეთი გამარჯვება არც ქართველ ფეხბურთელებს და არც ქართულ საკლუბო გუნდს არ რგებია. მეც იმ წარმატების ერთ-ერთი მონაწილე ვარ და იმ დიდ გამარჯვებაში ჩემი პატარა წვლილი მიმიძღვის. ყველანი ვამაყობთ იმით, რომ თბილისის „დინამომ“ 1981 წელს ამხელა ევროპის თასი მოიპოვა. მაშინ ძალიან რთული იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გეთამაშა და ასევე იმ დიდ ჩემპიონატში, როგორიც ევროპის შესარჩევი ტურნირი იყო. თან მოგეგო.
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო იმ ტურნირში. მე, თენგიზ სულაქველიძე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ამაში წვლილი მიმიძღვის. იხილეთ სრულად