“ძალა რომ არ გამომეჩინა, ჩემი ოჯახი ასეთ რთულ პერიოდს ვერ გადაიტანდა... სანდროს მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“ - გიორგი გოჩოლეიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი Geo Team-ს დანიაში ცხოვრების, კარიერული წინსვლისა და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის - პატარა სანდროს შესახებ ესაუბრა.
გიორგი გოჩოლეიშვილის შვილს, სანდრო გოჩოლეიშვილს გასულ წელს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის შემდეგ, ფეხბურთელმა გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია ამცნო - პატარა სანდრო სრულიად გამოჯანმრთელდა და ახლა ოჯახი დანიაში, სრულ იდილიაში ცხოვრობს.
ფეხბურთელის თქმით, შვილს დღეში ორჯერ აუცილებლად ასეირნებს. ხოლო ოჯახს კოპენჰაგენში ცხოვრება მოსწონს. მან Geo Team -ის დასმულ შეკითხვებს უპასუხა და რთული პერიოდი საკმაოდ ემოციურად გაიხსენა.
- ყველა ვინც გიცნობს, გიცნობს ადამიანად რომელიც სულ იცინის, ბავშვური სილაღით გამოირჩევა და ამ დროს, უცებ მივიღეთ სერიოზულად ძლიერი ადამიანი, სად იპოვე ეს ძალა?
- ღმერთი დამეხმარა ამ ძალის პოვნაში. მე რომ ეს ძალა არ გამომეჩინა, ჩემი ოჯახი ასეთ რთულ პერიოდს ვერ გადაიტანდა.
კი, ჩემს თავზე მეტად ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი“, - პასუხობს ფეხბურთელი Geo Team -ს.
- მე ვიცი, რომ ყველაზე ემოციური დღე შენთვის იყო, როცა დროშებით გაცილებენ შენ და სანდროს. ვიცი რომ ემოციებმა მაშინ ერთიანად ამოხეთქა შენში. იმ წამს რას ფიქრობდი?
- ვერაფერს ვფიქრობდი, არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი დასრულდა.
სანდრო გოჩოლეიშვილის მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ გაიზრდება ყველაზე ძლიერი ადამიანი იქნება მთელს სამყაროში.
სპორტული გვერდი გიორგი გოჩოლეიშვილისა და მისი შვილის ამაღელვებელ ვიდეოსაც აქვეყნებს:“დღის ყველაზე მაგარი მომენტი “გოჩოლასთვის“ - როგორ ხვდება სანდრო გოჩოლეიშვილი ვარჯიშიდან დაბრუნებულ მამიკოს ყოველდღე“