იცოდით, რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს?
უნდა გადაწუროთ თუ არა პირველი ბულიონი, როგორ გავზარდოთ წვნიანში მცენარეული ცილის წილი, დავამატოთ თუ არა არაჟანი და რატომ არის მნიშვნელოვანი ბოსტნეულის ფერზე ყურადღების გამახვილება.
სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მენიუ განიხილდებოდა იმ კუთხით, რომ სადილზე აუცილებელი იყო "პირველი კერძის" ან "ცხელი წვნიანის" სავალდებულო მიღება. და ეს იყო დოგმა. არსებობდა მითები, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გასტრიტი ან თუნდაც წყლული დაგვემართებოდა.
მაგრამ როგორ არის სინამდვილეში?
სუპი არ არის ადამიანის ჯანსაღი კვების რაციონის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ წვნიანი შეიტანოთ როგორც ზრდასრულთა, ასევე ბავშვის რაციონში.
საკითხავია, როგორი უნდა იყოს კარგი სუპი?
მიზანშეწონილია ხორცის ბულიონის პირველი ნახარში გადაწუროთ ცხიმის საერთო შემცველობის შესამცირებლად.
თუ ბულიონი არ არის ცხიმიანი, არ გჭირდებათ მისი გადაწურვა, მაგრამ ხარშვისას აუცილებლად მოხსენით ქაფი.
ბოსტნეულის ბულიონი, თევზი, სოკო - შესანიშნავი საშუალებაა მენიუს გამრავალფეროვნებისათვის. კრემ-სუპები, მისოს სუპები - კარგი არჩევანია!
გახსოვდეთ: რაც უფრო მრავალფეროვანია თქვენი კვების რაციონი, მით უკეთესია იგი ჯანმრთელობისათვის!
სუპის მირთმევა კვების რაციონში ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდის შესანიშნავი საშუალებაა. წვნიანი სასურველია შეიცავდეს მინიმუმ სამი ფერის ბოსტნეულს: მაგალითად, სტაფილო, წითელი წიწაკა და მწვანე ოხრახუში.
წვნიანში ცხიმიანი ნაღების და არაჟანის დაამატება გაზრდის კერძის კალორაჟს, ამიტომ მოერიდეთ მათ ან აირჩიე ნაკლებად ცხიმიანი ალტერნატივები.
ბოსტნეულიდან ცილის ულუფის მისაღებად წვნიანში რეკომენდებულია პარკოსნების დამატება. ეს შეიძლება იყოს ბარდა, ოსპი, ლობიო. იხილეთ სრულად