"შეიძლება გაგინონ ტატუებისა და მოკლე შორტის გამო... ველურებივით იქცევიან, თუ გოგო მოეწონებათ" - რატომ დასცინიან რუსი ბლოგერები აფხაზებს | Allnews.Ge

"შეიძლება გაგინონ ტატუებისა და მოკლე შორტის გამო... ველურებივით იქცევიან, თუ გოგო მოეწონებათ" - რატომ დასცინიან რუსი ბლოგერები აფხაზებს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუ­სე­ბის­თვის ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი გა­იხ­სნა. რუ­სულ სა­ი­ტებ­ზე გა­მოჩ­ნდა დიდი სა­რეკ­ლა­მო სტა­ტი­ე­ბი, რო­გო­რი ლა­მა­ზია ბუ­ნე­ბა და რო­გო­რი გემ­რი­ე­ლია ხა­ჭა­პუ­რი აფხა­ზეთ­ში. თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად იწე­რე­ბა, რომ თუ გსურთ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში წას­ვლა, უნდა ეწ­ვი­ოთ აფხა­ზეთს,“რომ აქ სერ­ვი­სი უხა­რის­ხოა, ყველ­გან ნან­გრე­ვე­ბია, სი­ბინ­ძუ­რე, ყვე­ლა ცდი­ლობს მო­გა­ტყუ­ოს, დას­ვე­ნე­ბა უსაფრ­თხო არ არის, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის­თვის და ღა­მით სი­ა­რუ­ლი სა­ში­შია. "უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბის" თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ჩას­ვლის მსურ­ვე­ლებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რო­გორ და­იც­ვან თავი ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის­გან და "უხე­ში და„ვე­ლუ­რი"“აფხა­ზე­ბის ძა­ლა­დო­ბის­გან. რუსი ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ას აფხა­ზე­ბი არც მა­ლა­ვენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად აღი­ზი­ა­ნებთ მათი სი­შიშ­ვლე. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა იმის გა­მოც, რომ რუ­სულ­მა ბიზ­ნეს­მა აფხა­ზუ­რი ტუ­რიზ­მის აქ­ტი­უ­რი მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია და­ი­წყო - სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ბალ ფა­სებს აწე­სე­ბენ და ასე­თი კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო აფხა­ზე­ბის მცი­რე ბიზ­ნე­სებს გაქ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

წელს აფხა­ზე­თის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა კრემ­ლმა იკის­რა და თით­ქმის 30-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ გა­იხ­სნა და ხე­ლახ­ლა და­ი­წყო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტმა. გა­მო­ცხად­და, რომ 4 რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია შე­ას­რუ­ლებს რე­გუ­ლა­რულ ფრე­ნებს. 3 მა­ისს მოს­კო­ვი­დან სო­ხუმ­ში ჩაფ­რინ­და პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვი (მე­ო­რე რე­ი­სი, რო­მე­ლიც ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დი­დან 6 მა­ისს უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო გა­უქ­მდა.) ელო­დე­ბი­ან რე­ისს კრას­ნო­ი­არ­სკი­და­ნაც. ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის­თვის სო­ჭი­დან სო­ხუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ასე­ვე და­ი­ნიშ­ნა ელექტრო­მა­ტა­რე­ბე­ლი დღე­ში 2 რე­ი­სით. რუ­სე­თი და­ა­ფი­ნან­სებს და მალე და­ი­წყე­ბა სო­ხუ­მის სა­ნა­პი­როს რე­კონ­სტრუქ­ცი­აც. რუ­სე­თის ტუ­რიზ­მის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას, რომ რუს ტუ­რის­ტებს შე­უძ­ლი­ათ უშიშ­რად იმოგ­ზა­უ­რონ აფხა­ზეთ­ში, თუმ­ცა იქვე გაფრ­თხი­ლე­ბა­ცაა, რომ ტუ­რის­ტებ­მა უნდა და­იც­ვან ქცე­ვის წე­სე­ბი, რად­გან ეს კავ­კა­სი­აა.

„სი­ურპრი­ზე­ბი“ რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის

რო­გორც ბლო­გე­რე­ბი წე­რენ, ტუ­რის­ტი პირ­ველ "სი­ურპრიზს" შე­იძ­ლე­ბა სას­ტუმ­როს და­ჯავ­შნი­სას გა­და­ა­წყდეს. მა­გა­ლი­თად, ომ­სკე­ლე­ბი თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლნი გახ­დნენ, როცა აფხა­ზეთ­ში სამ­გზავ­რო პა­კე­ტებს ყი­დუ­ლობ­დნენ. ერთ-ერთი მსხვერ­პლი 43 წლის მა­მა­კა­ცია. მან აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე პან­სი­ო­ნატ­ში ოჯა­ხუ­რი შვე­ბუ­ლე­ბა 117 ათას რუბ­ლად (3.900 ლარი) და­ჯავ­შნა, ერთი თვის შემ­დეგ კი ისევ ინ­ტერ­ნე­ტით გა­ი­გო, რომ ეს პან­სი­ო­ნა­ტი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. მსგავს შემ­თხვე­ვა­ზე წერს 46 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რო­მელ­მაც დას­თან ერ­თად და­ჯავ­შნა სას­ტუმ­რო და 72 ათა­სი რუბ­ლი (2.400 ლარი) გა­და­უ­რი­ცხა თაღ­ლი­თებს.

ბლო­გე­რე­ბის თქმით, პრობ­ლე­მაა ძვი­რი მო­ბი­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ან რო­უ­მინ­გი უნდა ჩარ­თო, რაც წუთ­ში 40-100 რუბ­ლი ჯდე­ბა, ან ად­გი­ლობ­რი­ვი სიმ-ბა­რა­თი უნდა იყი­დო, რა­საც ფსო­უს სა­ზღვარ­ზე გთა­ვა­ზო­ბენ აფხა­ზე­ბი, თუმ­ცა სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა მო­ტყუვ­დე - აფხა­ზე­ბი სიმ-ბა­რათს 300 რუბ­ლად მოგ­ყი­დი­ან, შემ­დეგ ინ­ტერ­ნე­ტის­თვის და­მა­ტე­ბით 1.000 რუბ­ლის (34 ლარი) გა­დახ­დას მოგ­თხო­ვენ, თა­ნაც, ზოგ­ჯერ სიმ-ბა­რა­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა ან­გა­რიშ­ზე უარ­ყო­ფი­თი ბა­ლან­სიც გა­მოჩ­ნდეს...წა­ი­კი­თხეთ სრულად