მტკვარში გადავარდნილი მანქანის ერთი მგზავრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება - "ეძებენ გიოს! რომ იცოდეთ, როგორ მინდა, მოხდეს სასწაული" | Allnews.Ge

მტკვარში გადავარდნილი მანქანის ერთი მგზავრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება - "ეძებენ გიოს! რომ იცოდეთ, როგორ მინდა, მოხდეს სასწაული"

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნის ერთი მგზავ­რის სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მაშ­ვე­ლებ­მა გუ­შინ მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა და ორი ცხე­და­რი იპო­ვეს. ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის უტა ელი­ა­ვას, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ცხე­დარს, ის ეკუთ­ვნის მგზავრს, რო­მე­ლიც ბი­ჭებ­თან ერ­თად ტრა­გე­დი­ის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­მო­ბილ­ში. ამ დრომ­დე ეძე­ბენ გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ცხე­დარს.

"მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო(და არა მარ­ტო) შეძ­რა ამა წლის 15 მა­ი­სის გამ­თე­ნი­ი­სას მომ­ხდარ­მა ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვამ.სა­ა­ვა­რიო დარ­ტყმის შე­დე­გად მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნის ოთხი მგზავ­რი­დან ერთი მა­ლე­ვე ამო­იყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა, მან­ქა­ნა ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის სამდღი­ა­ნი ძებ­ნის შე­დე­გად ნა­პოვ­ნია ორი ცხე­და­რი,სამ­წუ­ხა­როდ ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა მე­ო­თხე ახალ­გაზ­რდის პოვ­ნა. უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ ყვე­ლას, გა­მო­ვი­ჩი­ნოთ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, და­ვეხ­მა­როთ გამ­წა­რე­ბულ ოჯახს და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ძებ­ნა­ში, რა­მე­თუ მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბი უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდნენ. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს არ­თუ­ლებ­და ქარი და წვი­მა. ორი­ვე სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბა, ვარ­ჯი­შო­ბენ, თევ­ზა­ო­ბენ, სე­ირ­ნო­ბენ, ფო­ტო­ებს იღე­ბენ. გთხოვთ ყუ­რა­დღე­ბას, იქ­ნებ სუ­ლაც უბ­რა­ლო გამ­ვლელ­მა მოკ­რას თვა­ლი რა­ი­მე სა­ეჭ­ვოს წყალ­ში და აც­ნო­ბოს 112-ს" - წერს გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ახ­ლო­ბე­ლი.

"2014 წელს მო­ვი­და "სარ­კმელ­ში" (მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტთა კლუ­ბი). 5 წელი, კვი­რა­ში ორ­ჯერ, ვხვდე­ბო­დით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუ­ფებ­თან ერ­თად და არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით. მტკვარ­ში გა­და­ჩე­ხილ მან­ქა­ნა­ში, ერთ-ერთი, გი­ორ­გი იყო. ამ წუ­თამ­დე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მას­ზე არ არ­სე­ბობს, - ეძე­ბენ! რომ იცო­დეთ, რო­გორ მინ­და, რო­გორ მინ­და, რო­გორ მინ­და ისევ შევ­ხვდე ამ "ორ­მეტ­რი­ან კაცს", რომ ხუ­თწ­ლი­ან "სარ­კმე­ლურ" თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე" კვლავ ვი­სა­უბ­როთ ხა­ლი­სით, იუ­მო­რით და ბევ­რი ვი­ცი­ნოთ იმ ბიჭ­ზე - თვა­ლებ­ში ეშ­მა­კუ­ნე­ბი­ა­ნი რომ მო­ვი­და კლუბ­ში, მერე, ნელ-ნელა, დიდი კაცი რომ ჩა­ი­სახ­ლა სულ­ში და გულ­ში... მერე... ხალ­ხსაც მო­ვუყ­ვე­ბით ამ ამ­ბებს და იმა­შიც და­ვა­ჯე­რებთ, რომ სას­წა­უ­ლე­ბიც ხდე­ბა... მოხ­დეს სას­წა­უ­ლი, სას­წა­უ­ლი მოხ­დეს!" - წერს გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ახ­ლო­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, 14 მა­ისს, თბი­ლის­ში მდი­ნა­რე მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მოძ­რავ „ფორ­დის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­შიც ოთხი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და, "მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც "ფორ­დი" მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­და.სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მდი­ნა­რი­დან, მა­ლე­ვე ამო­იყ­ვა­ნეს კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ერთი პირი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და გარ­დაც­ვლი­ლი ორი პი­რის ამოყ­ვა­ნა, ხოლო მე­სა­მე პი­რის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.