„სკოლაში ერთმანეთს აბულინგებენ და მერე ერთად ქეიფში სასწაულ თანხებს იხდიან"- რას აცხადებენ მშობლები ბანკეტების ციებ-ცხელებაზე? | Allnews.Ge

„სკოლაში ერთმანეთს აბულინგებენ და მერე ერთად ქეიფში სასწაულ თანხებს იხდიან"- რას აცხადებენ მშობლები ბანკეტების ციებ-ცხელებაზე?

სულ ცოტა დრო რჩება სასწავლო წლის დასრულებამდე. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ამ დღის აღსანიშნად, როგორც წესი, ბანკეტს იხდიან. ნაწილი მოგზაურობას ამჯობინებს. ზოგიერთი საერთოდ გაუმართლებლად მიიჩნევს ამ ხარჯებს.

ორივე შემთხვევაში ხარჯები საკმაოდ დიდია. ვინაიდან სასკოლო ბანკეტი დღეს ბევრ ოჯახში აქტუალური თემაა, გადავწყვიტეთ, მშობლებისთვის გვეკითხა, როგორ აღნიშნავენ მათი შვილები სკოლის დამთავრებას, რა უჯდებათ ეს სიამოვნება და რას ფიქრობენ ბანკეტის საჭიროებაზე.

„გეთანხმებით, რომ ძალიან ძვირი ჯდება ეს ყველაფერი და ყველას არ აქვს საშუალება, სამწუხაროდ. თუმცა არის დედების კატეგორია, რომლებიც თვეში სამჯერ ფრჩხილებს იკეთებენ, რაც მინიმუმ 70-80 ლარი ჯდება და როდესაც ექსკურსიას ეხება საქმე, უკვე თანხებზე წუწუნებენ. მე ამას გაჭირვებას არ ვუწოდებ. ასე რომ, ამ შემთხვევაში ენანებათ თუ უჭირთ, ეს უკვე პირდაპირ ჩანს.“

„ ევროპა გინდათ, მაგრამ ამათი წესები არ მოგწონთ. სკოლის დამთავრებას არც აღნიშნავენ. უნივერსიტეტს რომ ამთავრებენ, დაფნის გვირგვინს იხვევენ თავზე. უახლოეს ერთს ან ორ მეგობარს პატიჟებენ და ოჯახის წევრები ისადილებენ ბარში ერთად. არავითარი განსაკუთრებული რამე. ვერ ვიჯერებ საქართველოში მცხოვრებს ამათზე მეტი ფული აქვთ ანგარიშზე? რატომ უტეხავთ გულს მშობლები ზოგიერთები ისეთ ბავშვებს, ვის მშობელსაც არ აქვს ფული? აქედან იწყება ზუსტად შური და ღვარძლი. თქვენ ხდით შვილებს უგულოებს“.

„ყველა მშობელი ვერ ახერხებს არანორმალური თანხების მოძიებას, ვის აინტერესებს შეჭირვებული ბავშვების მდგომარეობა. გაწვებიან, იძულებული ხარ, ბავშვი არ ჩამოტოვო და სესხულობ. წარმოიდგინე, ერთ-ერთ სკოლაში 2000 ლარი იკრიბება თითო ბავშვზე.“

„რატომ არ უნდა ჰქონდეთ ბანკეტი, ვერ გავიგე, გამოიპრანჭონ და იქეიფონ, აბა რაა... მე რომ დავამთავრე, მაშინ უფრო გაჭირვება იყო, მაგრამ აკეთებდნენ ამდენს არ წუწუნებდნენ... 2 - 3 წლით ადრე რომ დაიწყო 5-5 ლარის შეგროვება შვილის ბანკეტისთვის, ეგ ჯობია მერე წუწუნს. აბა ჩემს ოჯახს რომ საშუალება არ ააქვს, არც თქვენ ჩაიცვათ დაიხუროთ და არ იქეიფოთ?“

იხილეთ სრულად