რა ხდება ახლა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ავტომობილი გადავარდა - მეხანძრე-მაშველები მგზავრებს ამ დრომდე ეძებენ
თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ ავტომობილიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, დანარჩენების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.