დაგეხმარებათ დეპრესიის შემოტევისას, გულისცემის აჩქარებისას... - ყველაფერი, რაც პიტნისა და პიტნის ჩაის შესახებ უნდა იცოდეთ
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. მისი პოპულარობა, სამკურნალო თვისებების გარდა, შესანიშნავი სურნელის დამსახურებაც გახლდათ.
ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ. მიაჩნდათ, რომ პიტნის სურნელი გონებრივ შესაძლებლობებს ზრდიდა, ამიტომ მეცნიერები პიტნის გვირგვინს ატარებდნენ.
პიტნის ძირითადი კომპონენტი ეთერზეთი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. მცენარის ფოთლებში მენთოლი 2,2-2,75%-ია, ყვავილებში – დაახლოებით 5%. პიტნის ფოთოლი აგრეთვე მდიდარია კაროტინით (40 მგ-მდე), ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ მენთოლის დამსახურებაა პიტნის ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, ანტისეპტიკური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ნაღველმდენი ეფექტი.
სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება პიტნის ნაყენი (ჩაი), ნახარში და ზეთი არომათერაპიისთვის.
პიტნისგან მზადდება სხვადასხვა დაავადების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები:
. ჩაყარეთ თერმოსში 2 ს.კ. პიტნა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე, დააყენეთ რამდენიმე საათით. სვით ჭიქის მესამედი დღეში სამჯერ. შეგიძლიათ, დაამატოთ შაქარი ან თაფლი.ეს ნაყენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეფექტურად ხსნის ტკივილს კუჭის არეში. იხილეთ სრულად