"ბევრი მშობელი ვერ ახერხებს ამდენი ფულის გადახდას და ბავშვი რჩება გულმოკლული, გიღირთ ასეთი სეირნობა?" - რას ფიქრობენ მშობლები ექსკურსიებზე | Allnews.Ge

"ბევრი მშობელი ვერ ახერხებს ამდენი ფულის გადახდას და ბავშვი რჩება გულმოკლული, გიღირთ ასეთი სეირნობა?" - რას ფიქრობენ მშობლები ექსკურსიებზე

სასკოლო ექსკურსია ყოველთვის საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს სახალისო აქტივობა ბევრ სირთულესთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ტრანსპორტისა თუ საკვების სიძვირე, უსაფრთხოების პრობლემები და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ბევრ მშობელს აიძულებს, უარი თქვას მასში მონაწილეობაზე.

რას ფიქრობენ მშობლები ექსკურსიის საჭიროებაზე, რა უჯდებათ წელს ეს სიამოვნება და რა პობლემები აწუხებს უმრავლესობას - ამ ყველაფრის შესახებ მშობლები სოციალურ ქსელში წერენ.

„რა საჭიროა ყოველ წელს წინ და უკან წოწიალში ამდენი ფულის გადაყრა, მით უმეტეს ხშირად გაუმართავი ტრანსპორტით? რომელი ღირშესანიშნაობა აინტერესებთ, ან რას აღიქვამენ პატარა ბავშვები? ჩვეულებრივი ღრეობებია ახლანდელი ექსკურსიები. ვიღაცეები კაი ფულს აკეთებენ, თან რომ ჰკითხო ხალხს, პურის ფული არა გვაქვსო.“

„ვისაც უნდა მოკიდებს თავის შვილს ხელს და წავა სადაც უნდა თავის ჯიბის მიხედვით…რა საჭიროა ყოველი წლის ბოლოს 200ლ ხარჯი თითო ბავშვზე. ან 2-დღიანი და სამდღიანი ტურები 500ლარად. უხერხულ სიტიაციაშია ბევრი მშობელი, რომელსაც არ აქვს ამხელა თანხა და რატომ უნდა დაიჩაგროს ბავშვი?“

„ასტრალშია გასული ფასები, რასაც მძღოლები ითხოვენ. არავის აინტერესებს ღირსშესანიშნაობები“

„ჩემი უფროსი შვილი იყო 3-დღიან ექსკურსიაზე სამჯერადი კვებით, დაგეგმილი აქტივობებით( კლდეზე ცოცვა, ხეზე ცოცვა, კაიაკი, მშვილდისრის სროლა და მთის ველოსიპედით სეირნობა.) საღამოს გასართობი პროგრამებით და ეს ყველაფერი 350€. ვისურვებდი საქართველოშიც იგეგმებოდეს მსგავდი ექსკურსიები სკოლიდან , მშობლების გარეშე და 350 ლარად“.

იხილეთ სრულად