"18 ტყვიით, სადისტურად მომიკლა შვილი...18 წელი და 6 თვე აპატიეს, ასე გამოვიდა ციხიდან" - რას ჰყვება 2008 წელს მოკლული ბიჭის დედა ივანე გიგლემიანზე, რომელმაც ალეკო შაკიაშვილი მოკლა | Allnews.Ge

"18 ტყვიით, სადისტურად მომიკლა შვილი...18 წელი და 6 თვე აპატიეს, ასე გამოვიდა ციხიდან" - რას ჰყვება 2008 წელს მოკლული ბიჭის დედა ივანე გიგლემიანზე, რომელმაც ალეკო შაკიაშვილი მოკლა

18 წლის ბი­ჭის, ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. და­ნა­შა­უ­ლი "რა­ტის ბარ­ში" ორი დღის წინ მოხ­და. ძა­ლოვ­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და ცნო­ბი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ივა­ნე გიგ­ლე­მი­ა­ნი. სწო­რედ გიგ­ლე­მი­ან­მა მი­ა­ყე­ნა და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ახალ­გაზ­რდა ბიჭს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ამ და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლია გიგ­ლე­მი­ა­ნის ნა­თე­სა­ვიც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის გვერ­დით ზის. ის შე­ეს­წრო ფაქტს, რის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში და­ტო­ვეს დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა და მი­ი­მალ­ნენ. 45 წლის რატი პა­კე­ლი­ან­საც და­ა­დეს ძა­ლოვ­ნებ­მა ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, მას პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბა. ორი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა სა­სა­მარ­თლომ დღეს შე­ე­ფარ­და.

ორი­ვე და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა სა­სა­მარ­თლომ დღეს შე­უ­ფარ­და

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გიგ­ლე­მი­ან­მა, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ბარ­ში სტუმ­რად ყოფ­ნი­სას, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ამა­ვე ბარ­ში მყო­ფი, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ბიჭი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა 18 წლის ბიჭ­მა გვერ­დით გავ­ლი­სას უბ­რა­ლოდ მხა­რი გა­არ­ტყა ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს, ამ მი­ზე­ზით მო­კი­და მას ხელი, შე­იყ­ვა­ნა ამ ბა­რის უკა­ნა სივ­რცე­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ ოთხში და ყო­ველ­გვა­რი მო­ტი­ვის გა­რე­შე ხელ­თარ­სე­ბუ­ლი და­ნით სხე­ულ­ზე მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, დაჭ­რი­ლი და­ტო­ვა და სუფ­რას­თან და­ტო­ვა. ბარ­ში კო­მენ­ტარს მომ­ხდარ­ზე არ აკე­თე­ბენ, მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი "რა­ტის ბა­რის" გა­რეთ მოხ­და და რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ამ ბარ­ში, რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნა­თაც მოკ­ლეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, დე­დი­სერ­თა ბიჭი და მისი მკვლე­ლი ჯერ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლიც არ არის.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია თა­ვად დამ­ნა­შა­ვეს, ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარს ამ­ბობს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი რატი პა­კე­ლი­ა­ნიც.

რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გიგ­ლე­მი­ან­მა და მის­მა თან­მხლებ­მა პა­კე­ლი­ან­მა გა­ა­ჩე­რეს ტაქ­სი და იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­კი­თხუ­ლია არა­ერ­თი პირი, მათ შო­რის ის ტაქ­სის მძღო­ლი, რომ­ლის მან­ქა­ნი­თაც და­ტო­ვეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი. ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია ვი­დეო თვა­ლით გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი და პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბრა­ლე­უ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს. თუმ­ცა რო­გორც ჩანს, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ არის ამო­ღე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი დანა, ამი­ტომ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ამა­ზე აპე­ლი­რებს და ამ­ბობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არ აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. იხილეთ სრულად