თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა - ამოყვანილია ერთი მგზავრი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა
თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.