საიდან დგება მაცივარში სუნი - პირველ რიგში, ეს ადგილი შეამოწმეთ
ალბათ ყველა დიასახლისს ჰქონია შემთხვევა, რომ არ მოსწონებია სუნი მაცივარში. ნამდვილად არასასიამოვნოა და თან, სახიფათო. ბაქტერიების გამრავლება კარგს რომ არაფერს მოგვიტანს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. რამ შეიძლება გამოიწვიოს სუნი მაცივარში და როგო შეიძლება გავუმკლავდეთ ამ პრობლემასთუ მაცივარი ახალია...მაცივარს, როგორც ნებისმიერ ახალ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თავისი სუნი აქვს. იმისათვის, რომ ის არ შეერიოს თქვენი საყვარელი საკვების არომატს, გამოყენებამდე უნდა მოიცილოთ ეს "ახალი მაცივრის სუნი."ამისათვის გამოიყენეთ თბილი წყალი, რომელშიც გახსნით საცხობ სოდას ან ნებისმიერ სარეცხ საშუალებას. არ დაგავიწყდეთ მაცივრის გარედან გარეცხვაც. შემდეგ გააშრეთ ყველა ზედაპირი და დატოვეთ კარი ღია რამდენიმე საათის განმავლობაში სამუშაო კამერების ვენტილაციისთვის. ამის შემდეგ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაავსოთ მაცივარი საკვებით.
თუ მაცივარი ძველია
მაშინაც კი, თუ მჭიდროდ დახურავთ საკვების ყველა ქილს და კონტეინერს, დროთა განმავლობაში სუნი მაინც გაჩნდება. ეს ნიშნავს იმას, რომ დროა გამოწმინდოთ მაცივარი ან მინიმუმ გაწმინდოთ სპეციალური სადრენაჟო ხვრელი კამერის შიგნით. მწარმოებლები ჩვეულებრივ ამ პროცედურის ჩატარებას წელიწადში ერთხელ გვირჩევენ.
ხალხური საშუალებები კი დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის მოშორებაში.
1. ძმარი: გაწმინდეთ მაცივრის კედლები ძმრის ხსნარში დასველებული ქსოვილით (50/50-ზე წყალში გაზავებული).
2. საცხობი სოდა: გამოწმინდეთ მაცივარი საცხობი სოდის წყლის ხსნარით. შემდეგ კი ჩაყარეთ მასში სოდიანი ღია კონტეინერი და ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოცვალეთ. საცხობი სოდა შესანიშნავად შთანთქავს სუნს.
3. ამიაკი: დაგეხმარებათ ყველაზე მძიმე შემთხვევებში, როდესაც მაცივარი გაწმენდილია, მაგრამ სუნი რჩება. მაცივრის კედლების შიგნიდან ამიაკი წაუსვით და კარი ღია დატოვეთ მთელი დღე. იხილეთ სრულად