როგორ დაიკლო მარიამ გეგუჩაძემ წონაში და რას ურჩევს მათ, ვისაც ამ დიეტის დაცვა სურს? | Allnews.Ge

როგორ დაიკლო მარიამ გეგუჩაძემ წონაში და რას ურჩევს მათ, ვისაც ამ დიეტის დაცვა სურს?

მარიამ გეგუჩაძესაზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. მარიამი აქტიურად ჩანდა დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემაში, სადაც საკუთარი რუბრიკა ჰქონდა. მოგვიანებით მარიამი ეკრანებიდან გაქრა და საზღვარგარეთ სწავლა განაგრძო.

დღეს ის სამოქალაქო აქტივისტია, ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში. დედასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ღიად გამოხატავს პოზიციას საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროინტეგრაციის შესახებ.

მარიამი აქტიურია სოციალურ ქსელშიც და გამომწერებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ის დროდადრო სწორი კვების, ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებაც წერს.

ამჯერად მარიამი წონის კლების საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს და, როგორც ის აღნიშნავს, მის შემთხვევაში ყველაზე ეფექტური OMAD დიეტა აღმოჩნდა:

ამ დიეტის დროს შესაძლებელია სასმელების დალევა, რომელიც არ შეიცავს შაქარს და კალორიებს, შესაბამისად, დასაშვებია წყალი, ჩაი ან თუნდაც ყავა.

რა არის OMAD დიეტა?

ეს დიეტა გულისხმობს დღეში მხოლოდ ერთი კერძის მირთმევას. OMAD დიეტა გარკვეულწილად ძალიან ჰგავს წყვეტილ კვებას. საკვები შეიძლება მიირთვათ საუზმეზე ან ლანჩზე. იგი უნდა იყოს მდიდარი საკვები ნივთიერებებით და ვიტამინებით. რაციონი უნდა აერთიანებდეს ხილსა და ბოსტნეულს.

როგორ მუშაობს OMAD დიეტა?

სქემა ასეთია: 24-საათიან პერიოდში მხოლოდ 1 საათიანი "კვების ფანჯარა" გაქვს. დანარჩენი 23 საათის მანძილზე არ იღებ კალორიებს (შეგიძლია დალიო წყალი, უშაქრო ყავა ან ჩაი), მაგალითად, თუ ჭამას იწყებ საღამოს 6 საათზე, 6-დან 7-მდე ივახშმებ, შემდეგ კი არ ჭამ 23 საათის განმავლობაში — მეორე დღემდე.

განაგრძეთ კითხვა