"მასწავლებელი აბულინგებდა, თეთრ პურს ვერ შეჭამ, შაქარი გაქვსო" - რას ჰყვება დედა, რომლის 7 წლის შვილს დიაბეტი აქვს?
7 წლის ვიქტორია ოჯახთან ერთად, წლებია რაც გერმანიაში ცხოვრობს. ორი წლის წინ, ექიმებმა გოგონას დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ვიქტორიას დედა, ნათია კირთაძე შვილთან ერთად განვლილ რთულ პერიოდზე გვიყვება.
"ბევრ წყალს არ სვამდა, თუმცა დღე-ღამეში 3-5 ლიტრს შარდავდა და გადავწყვიტე, დროულად მიმეყვანა პედიატრთან. გავიქეცით და როგორც კი სიმპტომები ვუთხარი, ცუდად გადააქნია თავი, ვიქტორიას დაბადებიდან იცნობს და სანამ შარდის ანალიზი გაკეთდა და პასუხი მივიღეთ, ემოციებში ვიყავით. აღმოჩნდა, რომ შარდში გლუკოზის დონე ძალიან მაღალი იყო - სავარაუდოდ, დიაბეტიაო. მშობლისთვის, მოგეხსენებათ, ეს რთული მომენტია, საკუთარ თავს ადანაშაულებ - არასწორად ხომ ვკვებავდიო.
სხვათა შორის, კოვიდის შემდეგ, გახშირდა ბავშვებში დიაბეტი, 2 თვის პაციენტიც კი ჰყავთ.
ჩვენ გერმანიაში ვცხოვრობთ, საყოველთაო დაზღვევა გვაქვს და ყველაფერს აფინანსებს".