ვინ არის"მფრინავი ქართველი"? - რა გვიყვება ბალერონი, რომელიც მსოფლიო სცენებს იპყრობს? | Allnews.Ge

ვინ არის"მფრინავი ქართველი"? - რა გვიყვება ბალერონი, რომელიც მსოფლიო სცენებს იპყრობს?

"სა­ოც­რე­ბა", "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გრა­ვი­ტა­ცია და­ა­მარ­ცხა", "ის არა­ვის ჰგავს, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხე­ლო­ვა­ნია, სა­კუ­თა­რი ხელ­წე­რით", "მფრი­ნა­ვი ქარ­თვე­ლი"... - ეს არის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ შე­ფა­სე­ბე­ბი­სა, რა­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა თუ ბა­ლე­ტის რი­გი­თი მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­გან ვის­მენთ ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რო­ნის, გი­ორ­გი ფო­ცხიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.

"ის არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­ძუ­რი, ნამ­დვი­ლი ტა­ლან­ტი, ნიჭი და ოს­ტა­ტო­ბის ზე­ნი­ტი, გი­ორ­გი არის არა­მარ­ტო გე­ნი­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დი, არა­მედ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, თავ­მდაბ­ლო­ბის, წე­სი­ე­რე­ბის, ღირ­სე­ბის ეტა­ლო­ნი! ამ­დე­ნად არა მხო­ლოდ თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­მა­ყო შვი­ლი", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის­ტო­რი­კო­სი. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე - კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი სხვაგ­ვა­რად ის­მის - თით­ქოს დრო ჩერ­დე­ბა და სის­ხლი წი­ნაპ­რე­ბის მე­ლო­დი­ით მოძ­რა­ობს..." - ამ­ბობს გი­ორ­გი ფო­ცხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, ახ­ლა­ხან ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა სამ­შობ­ლოს სცე­ნა­ზე იხი­ლა...

potsxishvili12334-43437-1746697779.jpg

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე დღეს ambebi.ge - ს სტუ­მა­რია.

- გი­ორ­გი, რო­გორ იხ­სე­ნებთ სამ­შობ­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გზის და­სა­წყისს?

- ჩემი ბავ­შვო­ბა უკავ­შირ­დე­ბა ტრა­დი­ცი­ით და რწმე­ნით გა­მორ­ჩე­ულ სა­ქარ­თვე­ლოს - ქვე­ყა­ნას, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბა სუნ­თქავს მი­წი­დან. გა­ვი­ზარ­დე სცე­ნის კუ­ლი­სებ­ში, იქ, სა­დაც ყო­ვე­ლი მოძ­რა­ო­ბა - სი­ტყვა­ზე მე­ტად მე­ტყვე­ლებს.

ბავ­შვო­ბის წლე­ბი­დან­ვე და­ვი­წყე ცეკ­ვა, მაგ­რამ ეს არა­სო­დეს ყო­ფი­ლა უბ­რა­ლოდ ცეკ­ვა - ეს იყო გზა, სუ­ლი­ე­რი წრთო­ბა, ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის ძარ­ღვებ­ზე სი­ა­რუ­ლი. პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ვი­ა­რე "ცეკ­ვის აკა­დე­მი­ა­ში“, რო­მე­ლიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა, შემ­დგომ კი გა­და­ვე­დი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. სა­ცეკ­ვა­ვო ხე­ლოვ­ნე­ბას ვე­ზი­ა­რე იმ სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში, სა­დაც ძალა და ელე­გან­ტუ­რო­ბა ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს! სა­დაც მი­ვი­ღე ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ცეკ­ვა­ვო გა­ნათ­ლე­ბა, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც ასე რუ­დუ­ნე­ბით მომ­ცა ის, რაც დღემ­დე მაძ­ლი­ე­რებს და მა­ყა­ლი­ბებს კი­დევ უფრო დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად - ეს არის ჩემი ფეს­ვე­ბი, რაც მუ­დამ მახ­სე­ნებს, ვინ ვარ სი­ნამ­დვი­ლე­ში.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში აღი­ზარ­დეთ. გვი­ამ­ბეთ ამ გავ­ლე­ნა­ზე...

- ჩემ­თვის ეს უბ­რა­ლოდ ოჯა­ხი არ ყო­ფი­ლა - ეს იყო ცო­ცხა­ლი აკა­დე­მია. ბა­ტო­ნი გე­ლო­დი ფო­ცხიშ­ვი­ლი - ბა­ბუა, ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სიმ­ბო­ლო, ჩემი ცხოვ­რე­ბის მუდ­მი­ვი შთა­გო­ნე­ბა და მა­გა­ლი­თია. მშობ­ლე­ბი - გელა ფო­ცხიშ­ვი­ლი და მაია კიკ­ნა­ძე - რომ­ლებ­მაც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ცეკ­ვა­ვო სას­წავ­ლე­ბე­ლი "ცეკ­ვის აკა­დე­მია“. იხილეთ სრულად