გარდაიცვალა დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი - "გენიოსი მამის ღირსეული შვილი იყო" | Allnews.Ge

გარდაიცვალა დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი - "გენიოსი მამის ღირსეული შვილი იყო"

დი­რი­ჟო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მუ­სი­კო­სი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მარ ივე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს:

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და.დაგვტო­ვა ჩვენ­მა საყ­ვა­რელ­მა ვა­ტომ. ჩემი პირ­ვე­ლი,წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა ჯ.ვერ­დის “ოტე­ლო”ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის “ბრა­ვო”ს ფეს­ტი­ვალ­ზე მას უკავ­შირ­დე­ბა და მას მერე ის მუ­დამ ჩემს დიდ მე­გობ­რად და გულ­შე­მატ­კივ­რად დარ­ჩა.მას შემ­დეგ კვლა­ვაც ბევ­რჯერ ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ კონ­ცერ­ტებ­ზე და მისი უზა­დო ერუ­დი­ცია, გა­რეგ­ნუ­ლი და ში­ნა­გა­ნი სი­ლა­მა­ზე,არის­ტოკ­რა­ტუ­ლო­ბა და დახ­ვე­წი­ლო­ბა მარ­თლაც გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო.

ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბი მა­ესტრო. ვერც ვი­ჯე­რებ რომ თქვენ­ზე უკვე წარ­სულ­ში უნდა ვი­სა­უბ­რო. მუ­დამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი მე­მახ­სოვ­რე­ბით. გე­ნი­ო­სი მა­მის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი ნა­თელ­ში იყოს თქვე­ნი სული "- წერს თა­მარ ივე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი:

და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო (1973, ე. გუ­რე­ვი­ჩის კლა­სი) და სა­დი­რი­ჟო­რო (1977, ო. დი­მიტ­რი­ა­დის კლა­სი) ფა­კულ­ტე­ტე­ბი. სტა­ჟი­რე­ბა სა­დი­რი­ჟო­რო გან­ხრით გა­ი­ა­რა მოს­კოვ­ში გ. როჟ­დესტვენ­სკის­თან და ვე­ნის მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში კ. ოს­ტე­რრა­ი­ხერ­თან, იმავდრო­უ­ლად იყო ვე­ნის ოპე­რა­ში ლ. მა­ა­ზე­ლის ასის­ტენ­ტი.

1984–1990წწ. თა­ნამ­შრომ­ლობ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მა­რი­ნის თე­ატრთან. იქვე იყო ა. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ბა­ლეტ "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" დამ­დგმე­ლი დი­რი­ჟო­რი. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში თა­ნამ­შრომ­ლობ­და მოს­კო­ვის დიდ თე­ატრთან და ევ­რო­პის სა­ო­პე­რო და­სებ­თან. 1987 წელს იყო სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი (ორი სე­ზო­ნი). 1990 წელს და­ა­ფუძნა მა­რი­ნი­სა და დიდი თე­ატ­რე­ბის, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი­სა და მოს­კო­ვის ფი­ლარ­მო­ნი­ე­ბის, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის წამ­ყვა­ნი ორ­კესტრე­ბის 120 მუ­სი­კო­სი­სა­გან შემ­დგა­რი სა­ფეს­ტი­ვა­ლო ორ­კესტრი, რომ­ლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ვად­ვე იყო. 1996 წლი­დან იყო ე. მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი; 1998–2004წწ. სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი. 2000–2008წწ. მან რუ­სეთ­ში და­ა­არ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და დიდ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრ "მი­ლე­ნი­უმს". მისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და დი­რი­ჟო­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი პრე­მი­ე­რა: ჯ. ვერ­დის "ფალ­სტა­ფი" (2002), რ. ვაგ­ნე­რის "ტრის­ტა­ნი და იზოლ­და" (2003). ა. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ოპე­რე­ბი: "ჰამ­ლე­ტი", "მე­დეა" (2007; ყვე­ლა სა­კონ­ცერ­ტო შეს­რუ­ლე­ბა), სი­უ­ი­ტა ბა­ლე­ტი­დან "ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბა" (2008), ბა­ლე­ტი-პო­ე­მა "ფი­როს­მა­ნი" (2012), ს. პრო­კო­ფი­ე­ვის VII სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო სო­ნა­ტის სა­ორ­კესტრო ვერ­სია (2014), უ. ერ­კი­ნის სა­ცეკ­ვაო რაფ­სო­დია ორ­კესტრი­სათ­ვის "კი­ო­ჩე­კჩე" (2016), ნ. კო­და­ლის სა­ორ­კესტრო სი­უ­ი­ტა "ტელი ტურ­ნა" (2016) და სხვ.

მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად (იან­ვარ­ში) იმარ­თე­ბო­და ი. შტრა­უ­სის გალა-კონ­ცერ­ტი. 2010 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს თურ­ქე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო და იზ­მი­რის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრებ­თან. 2017 წელს მას მი­ე­ნი­ჭა ე. მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სა­პა­ტიო დი­რი­ჟო­რის წო­დე­ბა. 2022 წელს თბი­ლის­ში კი­ე­ვის "კა­მე­რა­ტას" 19-მა მუ­სი­კოს­მა ე. მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად გა­მარ­თა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი. 2018 წლი­დან არის ლ. ისა­კა­ძის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ("ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი") მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი. მის რე­პერ­ტუ­არ­შია ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კა, სა­ო­პე­რო კლა­სი­კა: ა. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის №1–7, ა. ბა­ლან­ჩი­ვა­ძის №1, ფ. ღლონ­ტის №6 "Vita Nova", ი. ჰა­იდ­ნის, ვ. ა. მო­ცარ­ტის, ი. სტრა­ვინ­სკის "კურ­თხე­უ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი", ლ. ვ. ბე­თჰო­ვე­ნის ი. ბრამ­სის, პ. ჩა­ი­კოვ­სკის, დ. შოს­ტა­კო­ვი­ჩის, გ. მა­ლე­რის სიმ­ფო­ნი­ე­ბი და სხვ. მას ეკუთ­ვნის არა­ერ­თი თხზუ­ლე­ბა: სიმ­ფო­ნი­უ­რი პო­ე­მა "ნა­ცარ­ქე­ქია" (2010), სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი­ნო (2011), სიმ­ფო­ნია №1 "სამ­ყა­როს ჰარ­მო­ნია" (2013), 10 სო­ნე­ტი შექ­სპი­რის მი­ხედ­ვით (2014), კონ­ცერ­ტი ვი­ო­ლი­ნოს, ფორ­ტე­პი­ა­ნოს, სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრი­სა და და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სათ­ვის (2015), "მარ­ში" სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ორ­კესტრი­სათ­ვის, მი­ძღვნა ლ. ვ. ბე­თჰო­ვენს, კომ­პო­ზი­ცია "შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი 2020" (პრე­მი­ე­რა 2022); ოპე­რა "რი­ჩარდ III" (I სცე­ნის პრე­მი­ე­რა შედ­გა 2022), სიმ­ფო­ნი­უ­რი სუ­რა­თი "მა­რი­უ­პო­ლი" მი­უ­ძღვნა 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. გა­მო­ცე­მუ­ლია მისი სა­დი­რი­ჟო­რო რე­პერ­ტუ­ა­რის და მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის გრამ­ფირ­ფი­ტე­ბი, კომ­პაქტდის­კე­ბი. არის თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის მოწ­ვე­უ­ლი დი­რი­ჟო­რი. პი­ა­ნის­ტი.