"მიყვარდა როგორც ვაჟი, ახლა მიყვარს როგორც ქალიშვილი..." - რობერტ დე ნირომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრანსგენდერ შვილს | Allnews.Ge

"მიყვარდა როგორც ვაჟი, ახლა მიყვარს როგორც ქალიშვილი..." - რობერტ დე ნირომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრანსგენდერ შვილს

რობერტ დე ნირომ საჯაროდ გამოხატა სიყვარული და მხარდაჭერა შვილის მიმართ, რომელმაც ამ დღეებში გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალია.

"მე ის მიყვარდა და მხარს ვუჭერდი, როგორც ვაჟ აარონს, ახლა კი მიყვარს და მხარს ვუჭერ, როგორც ქალიშვილ აირინს. არ მესმის, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი... მე ჩემი ყველა შვილი მიყვარს".

robert-1746344513-1746424236.webp

29 წლის აირინმა, რომელიც მსახიობს ყოფილი მეუღლის ტუკი სმიტისგან ჰყავს, რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერია. აირინი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მომავალი კონსულტანტია, აღნიშნა, რომ დიდი ხანი ვერ ბედავდა ამ თემაზე საუბარს, თუმცა სხვა ტრანსგენდერი ქალების ამბებმა შთააგონა. "როცა უყურებ, როგორ ღიად საუბრობენ ტრანს-ქალები თავიანთ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში, და აღწევენ წარმატებას, ეს შთამაგონებელია. ვიფიქრე, რომ ჩემთვისაც არაა გვიან". იხილეთ სრულად