"14 წლის გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა" - პედოფილიის ფაქტი: დაკავებულია 40 წლის კაცი | Allnews.Ge

"14 წლის გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა" - პედოფილიის ფაქტი: დაკავებულია 40 წლის კაცი

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, პე­დო­ფი­ლი­ის, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მო­ძალ­ვის და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის 5 ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა და თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი 40 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებს აი­ძუ­ლებ­და მის­თვის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა გა­ეგ­ზავ­ნათ.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ი.მ-მ, გა­მიზ­ნუ­ლად შექ­მნა „Facebook“ და „Instagram“ ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც სის­ტე­მა­ტუ­რად უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ 14 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნებს, ეც­ნო­ბო­და მათ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით, უმა­ლავ­და სა­კუ­თარ ასაკს, ვი­ნა­ო­ბას, უგ­ზავ­ნი­და პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლას და სექ­სუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბამ პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის 5 და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი გა­მო­ავ­ლი­ნა. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლი, „Facebook Messenger“-ის ყალ­ბი პრო­ფი­ლის მეშ­ვე­ო­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად, ქ. ზუგ­დიდ­ში მცხოვ­რებ 14 წლის გო­გო­ნას და­უ­კავ­შირ­და, ხოლო შემ­დეგ ქ. სე­ნაკ­ში მცხოვ­რებ ასე­ვე 14 წლის ბავ­შვს. ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულ ბავ­შვებს პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის ვი­დეო მა­სა­ლას უგ­ზავ­ნი­და და სექ­სუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და, რის შემ­დე­გაც მან არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა იძუ­ლე­ბით გა­ა­შიშ­ვლა და შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლის გა­დაგ­ზავ­ნა აი­ძუ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბით ასე­ვე და­უ­კავ­შირ­და გო­რის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ 11 წლის და თბი­ლის­ში მცხოვ­რებ 12 წლის გო­გო­ნებს, რო­მელ­თაც პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას უგ­ზავ­ნი­და და ინ­ტი­მურ სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვა.2025 წლის 1 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, მა­მა­კაცს ბრალ­დე­ბა პე­დო­ფი­ლი­ის, ასე­ვე, გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის 5 ეპი­ზოდ­ზე წა­რედ­გი­ნა. იხილეთ სრულად