საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების 24.4% უკვე საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან
2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 24.4% რეზიდენტებად ითვლებიან. ამის შესახებ ეროვნული ბანკის კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევაში აღნიშნულია, რომ რეზიდენტებად ჩათვლის გამო, მათ მიერ გაწეული ხარჯები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში არ შედის.
„2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 24.4% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა, ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში“ - განმარტებულია ანალიზში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ ტურიზმიდან 826 მლნ აშშ დოლარი მიიღო და, ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი - 17.17%-იანი წილი (141.8 მლნ აშშ დოლარი) სწორედ რუსეთს ეკუთვნის.