ვის ეკისრება პასუხისმგებლობა "ბორჯომის ვაგზალზე" გაჩენილ ხანძარზე - "თბილისი ცენტრალის" განცხადება | Allnews.Ge

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა "ბორჯომის ვაგზალზე" გაჩენილ ხანძარზე - "თბილისი ცენტრალის" განცხადება

"ბორჯომის ვაგზალზე" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით "თბილისი ცენტრალი" განცხადებას ავრცელებს.

ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი. შესაბამისად, ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.

"მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.

აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი. ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.

ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დი­ლით თბი­ლის­ში, ვაგზლის ბაზრობაზე ძლი­ე­რი ხან­ძა­რი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხან­ძა­რი “ბორ­ჯო­მის ვაგ­ზლის” ტე­რი­ტო­რი­აზე გაჩნდა, სა­დაც ტან­საც­მლის, ხილ-ბოსტნე­უ­ლის და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­სა­წყო­ბე ფარ­თე­ბია.

ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია და შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. თუმ­ცა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი აცხადებენ, რომ გა­სა­ყი­დი სა­ქო­ნე­ლი მთლი­ა­ნად გა­უ­ნად­გურ­დათ.

ქონების საჯარო რეესტრის მიხედვით, „ბორჯომის ვაგზალი“ ამ ეტაპზე „თბილისი ცენტრალის“ მართვაშია.

რაც შეეხება შპს ბაქანს, რომელიც ტერიტორიის ქვეიჯარეა, 2014 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის თორნიკე წერეთელი. 32.5-32.5%-ს კი თანაბრად ფლობენ ხათუნა გიგოლაშვილი და სიმონ გველესიანი.