"ბექას საფლავზე ნამყოფი არ ვარ... ჩემი შვილის მკვლელს შევუნდე, არ ვაპატიე..." - ტარიელ ხარხელაური 23 წლის ასაკში გარდაცვლილი შვილის შესახებ | Allnews.Ge

"ბექას საფლავზე ნამყოფი არ ვარ... ჩემი შვილის მკვლელს შევუნდე, არ ვაპატიე..." - ტარიელ ხარხელაური 23 წლის ასაკში გარდაცვლილი შვილის შესახებ

პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემაში "ნოესთან" გარდაცვლილი შვილის შესახებ საუბრობს:

- ბექა მე ბევრით რამით მჯობდა. სხვანაირი კაცი იყო. 23 წელიწადი კი არ იცოცხლა, იცხოვრა... სოფელს თავი დაამახსოვრა. არ ყოფილა შემთხვევა, ორმოცამდე სოფელს ეგლოვა. სოფელმა ბექა ორმოცამდე იგლოვა. მერეც უჭირდათ ხმამაღლა სიმღერა... ჩვენს სოფელში ბევრი ქვრივი მოხუცი ქალი იყო. როგორც კი დაინახავდა, რომ მათ შეშა არ ჰქონდათ, მიუტანდა, დაუხერხავდა. თუ გზაზე მოხუცი ქალი მიდიოდა და წყალი მიჰქონდა, როგორადაც არ უნდა ჩქარებოდა წასვლა, გამოტრიალდებოდა, ვედროს გამოართმევდა და სახლში დაუდებდა. დილით სიმღერით იღვიძებდა და სიმღერით იძინებდა. მთელ უბანს სიმღერით აფხიზლებდა. ის უკეთილშობილესი კაცი იყო, რომელსაც ჩხუბში ვერ შეიყვანდი, ჩემგან განსხვავებით... იუმორი ჰქონდა და სიტყვით შეეძლო, კონფლიქტი მოეწესრიგებინა. ისე უყვარდა დედამისი, ხელითაც ატარებდა. არის თუ არა ადვილი, სამშობლოს არ უღალატო? - ამ ანდერძის შესასრულებლად დამტოვა.

image-16-1745908896-1745992617.jpg

ეს იყო კაცი, რომელსაც ბევრად უკეთესად შეეძლო, თავისი შინაგანი სამყაროთი, ბუნებით სოფელი გაემდიდრებინა. დრო გადის და რომ ვაკვირდები, ეს განსაცდელი უნდა გამევლო. ბევრჯერ დაუსვამთ შეკითხვა, თუ რას შევცვლიდი, ახლა რომ ვიწყებდე სიცოცხლეს. არაფერს შევცვლიდი. ისე გავივლიდი, როგორც გავიარე. მე ამ ტკივილმა მიმიყვანა მკითხველამდე. ბედნიერი კაცი ვარ, თუ შეიძლება, ბედნიერი მეწოდოს, როდესაც ქუჩაში მივდივარ და ჩემ მდგომარეობაში მყოფი ქალი ან კაცი მოვა და მადლობას მიხდის. მეუბნებიან: "მადლობა, რომ ტკივილი გადაგვატანინე." იხილეთ სრულად