რა უნდა გავაკეთოთ, როცა წყლის გადასახადი ზედმეტობით გვერიცხება?
„გასულ წელს იყო შემთხვევები, როცა მომხმარებელს წყლის გადასახადი 1000-1500 ლარი მხოლოდ იმიტომ დაერიცხა, რომ დაზიანებული ქსელიდან წყალი იღვრებოდა“, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გულეიშვილის თანახმად, ენერგოომბუდსმენის აპარატი აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს და ამას შესაბამისი შედეგებიც მოაქვს.
„2024 წელს საკმაოდ ბევრი შემთხვევა გვქონდა, როცა მომხმარებლებს, წყალზე პირობითად დარიცხული ჩვენებების გამო, ზედმეტი გადასახადი ერიცხებოდათ, რისი მიზეზიც ქსელის დაზიანება იყო. იყო შემთხვევები, როცა ზედმეტად დარიცხულმა თანხამ 1000-1500 ლარიც შეადგინა. არადა, მრიცხველი ყოველთვიურად რომ აღრიცხულიყო და არა - პირობითად, ამის შესახებ მიხვდებოდნენ და რეაგირებაც ექნებოდათ. ამ საკითხზე კომპანიებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა და წლის ბოლოსკენ მსგავსი პრობლემებით მომართვიანობა საგრძნობლად შემცირდა“.
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა, როცა ეჭვი აქვს, რომ წყლის გადასახადი აშკარა ზედმეტობით ერიცხება.
„მომხმარებლისთვის ვიტყვი, რომ პირველი, რაც ასეთ დროს უნდა გააკეთონ არის, რომ ჩვენ, ენერგოომბუდსმენის სამსახურს მოგვმართოს როგორც ფიზიკურად - ოფისში, ისე სატელეფონო კავშირით, საქმის წარმოება ორივე შემთხვევაში იწყება. ონლაინ განცხადების გადმოგზავნაც ძალიან მარტივია და ამაში ჩვენი თანამშრომლები დააკვალიანებენ, რათა ზედმეტი დრო არ დაკარგონ. იხილეთ სრულად