"ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული... ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ" - ჟორჟოლიანი | Allnews.Ge

"ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული... ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ" - ჟორჟოლიანი

ჯერ დაგ­ვა­ყა­და­ღეს და გვი­თხრეს გა­ჩერ­დით და არ შევ­ჩერ­დით. ახლა მე­ო­რე ეტა­პი იყო, ჩხრე­კა­ზე შე­მო­ვიდ­ნენ, მი­თხრეს, რომ კი­დევ შე­ჩერ­დით. მე არ შევ­ჩერ­დე­ბი-შემ­დეგ ეტაპ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ ბრალს წა­მი­ყე­ნე­ბენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­მი­ბა­რე­ბენ სა­ზე­ი­მოდ და ისევ არ შევ­ჩერ­დე­ბი. ბო­ლოს მე­ტყვი­ან, თუ არ მო­ის­ვე­ნებ ბორ­კილს და­გა­დებთ, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ნუ­კას ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მას შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რამ მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კა და­ას­რუ­ლა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ი­ღეს ტექ­ნი­კა.„წინ იდგა ძა­ლი­ან გა­მოპ­რან­ჭუ­ლი პრო­კუ­რო­რი ქალი. ვფიქ­რობ, დი­ლის 9 სა­ა­თის­თვის ზედ­მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო. რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ ხე­ლის მო­კი­დე­ბას აპი­რებ­დნენ, რათა ტე­ლე­ფო­ნი წა­ერ­თვათ, მე მი­ვე­ცი, რად­გან საბა იყო სახ­ლში. არ მინ­დო­და ამის­თვის ეყუ­რე­ბი­ნა. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია, რა­ზეც ჰქონ­დათ ეს იყო „ლა­ი­ვი“. ვუხ­სნი­დი, რომ მათ მი­მართ ნდო­ბა არ მქონ­და. ეს იყო ჩემი დაც­ვა მა­ნამ, სა­ნამ ად­ვო­კა­ტი მო­ვი­დო­და. არც აპი­რებ­დნენ ჩხრე­კის და­წყე­ბას, სა­ნამ „ლა­ივს“ არ გავ­თი­შავ­დი. იცით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო სუს-ის ეპი­ზო­დი. პრო­კუ­რა­ტუ­რა რა­საც აკე­თებ­და, სუს-ი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევ­და. სუს-ი ეუბ­ნე­ბო­და, რა უნდა ექნა პრო­კუ­რა­ტუ­რას. ისი­ნი ანიშ­ნებ­დნენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა იმის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­და.

მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი იყო ფონ­დის დო­კუ­მენ­ტა­ცია. ამო­ი­ღეს სა­ბას ნათ­ლო­ბის ვი­დე­ო­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი, მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის დღით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ტექ­ნი­კაც ამო­ი­ღეს. ამო­ი­ღეს ისე­თი ძვე­ლი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მე­ლიც არ ირ­თვე­ბა. ამო­ი­ღეს ე.წ. ფლეშ­კე­ბი, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის არის.

ჯერ დაგ­ვა­ყა­და­ღეს და გვი­თხრეს გა­ჩერ­დით, შე­ჩერ­დით და არ შევ­ჩერ­დით. ახლა მე­ო­რე ეტა­პი იყო, ჩხრე­კა­ზე შე­მო­ვიდ­ნენ, მი­თხრეს, რომ კი­დევ შე­ჩერ­დით. მე არ შევ­ჩერ­დე­ბი. ახლა შემ­დეგ ეტაპ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალს წა­მი­ყე­ნე­ბენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­მი­ბა­რე­ბენ სა­ზე­ი­მოდ, შემ­დეგ ისევ არ შევ­ჩერ­დე­ბი. ბო­ლოს მე­ტყვი­ან, თუ არ მო­ის­ვე­ნებ ბორ­კილს და­გა­დებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას, თუ წინა გან­ცხა­დე­ბა­ში იყო „სა­ხელ­მწი­ფოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა“ და ასე შემ­დეგ, დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­სნი­ლია. იქ არის ის, რომ პირ­და­პირ წე­რია ქველ­მოქ­მე­დე­ბის გამო წაგ­ვი­ყე­ნეს ბრა­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, „ნა­ნუ­კას ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კა დას­რულ­და. სა­ცხოვ­რებ­ლის სა­დარ­ბა­ზო­დან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გას­ვლას კორ­პუს­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბის მხრი­დან ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი - "რუ­სე­ბო"; "მო­ნე­ბო".

პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩხრე­კის ჩა­სა­ტა­რებ­ლად „ნა­ნუ­კას ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სახ­ლში დღეს, დი­ლით შე­ვიდ­ნენ. უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვის­ტის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნე­ბი გა­ჩხრი­კეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, საქ­მე ეხე­ბა სა­ბო­ტა­ჟის, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბის, უცხო­ე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის და უცხო­ე­თის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას.