mobineX-ის საჩუქარი აბონენტებს - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უფასო MB-ებით შეგიძლია ისარგებლო | Allnews.Ge

mobineX-ის საჩუქარი აბონენტებს - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უფასო MB-ებით შეგიძლია ისარგებლო

თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიფრინავ, მაშინ ეს შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა. ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი mobineX-ი აბონენტებს 1GB ინტერნეტს ჩუქნის, რომლის გამოყენებასაც საზღვარგარეთ ნებისმიერ ლოკაციაზე შეძლებთ.

1GB ინტერნეტი საჩუქრად

mobineX-ი ქართველ მომხმარებლებს სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტებს სთავაზობს. ინტერნეტი ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. MB-ებით სარგებლობას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უპრობლემოდ შეძლებ.

თუ ფრენამდე გარკვეული დროით აეროპორტში გიწევთ მოცდა, დაუკავშირდით ღია Wi-Fi-ს და მიიღეთ mobineX-ის საჩუქარი 1GB უფასო სამოგზაურო ინტერნეტი, ღია Wi-Fi-ის გამოყენებამდე დაგხვდებათ mobineX-ის გვერდი, სადაც დეტალურად არის აღწერილი საჩუქრის მიღების ინსტრუქცია, დახმარება თუ დაგჭირდათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე - 0322040050 ან მათ Facebook გვერდს მიმართეთ. გაითვალისწინეთ, შეთავაზება ამჟამად თბილისის აეროპორტზე ვრცელდება.

mobineX-ის შესახებ

mobineX–ი პირველი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დაფუძნდა. სტარტაპ კომპანიის მიზანია ქართველი მომხმარებლებისთვის მოგზაურობა უფრო კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტით სარგებლობა დღეს უკვე მსოფლიოს გარშემო ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი.

რატომ უნდა შეიძინოთ სამოგზაურო ინტერნეტი

როუმინგ ინტერნეტის შეძენა მოგზაურობის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მობილური ინტერნეტი საჭიროა, რათა საზღვარგარეთ გატარებული დღეების განმავლობაში მარტივად შეძლოთ ქუჩებში ორიენტირება, ადგილობრივებთან კომუნიკაცია, ახლობლებისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება და მედიისთვის თვალ-ყურის დევნება. ამიტომ არის სასურველი, თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ და შეიძინოთ თქვენზე მორგებული სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტი.

რატომ mobineX-ი

mobineX-ი აბონენტებს მრავალფეროვან ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობს საუკეთესო ფასად. ინტერნეტის გააქტიურება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი. mobineX-ი მსოფლიოს მასშტაბით მთელ არეალს ფარავს როგორც ფიზიკური SIM ბარათით, ასევე - eSIM-ით, ანუ ელექტრონული SIM-ით, გარდა ამისა, mobineX-ის აპლიკაციიდან ზარების მიღება-განხორციელებაც შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის როგორც მობილურ, ასევე - ფიქსირებული ქსელის ნომრებზე.

შეჯამება

თუ აქამდე არ იცოდით, შეგიძლიათ ამიერიდან თბილისის აეროპორტში მოცდისას საჯარო Wi-Fi-ით სარგებლობის პარალელურად მიიღოთ 1GB სამოგზაურო ინტერნეტი mobineX-ისგან საჩუქრად.

(R)