ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე მაჩაბელმა და სხვა ისტორიულმა პირებმა ჯვარი დაიწერეს : “ძველი სამების“ ისტორია | Allnews.Ge

ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე მაჩაბელმა და სხვა ისტორიულმა პირებმა ჯვარი დაიწერეს : “ძველი სამების“ ისტორია

თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, კერ­ძოდ, კა­ლო­უ­ბან­ში, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის სი­ახ­ლო­ვეს, სა­მე­ბის სა­ხელ­ზე აგე­ბუ­ლი არც ისე დიდი ტა­ძა­რია. მას თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს, რო­მელ­საც მე­ტად ამ­დიდ­რებს ის ფაქ­ტე­ბი, რომ იქ, გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ჩვენს სა­სი­ქა­დუ­ლო ქარ­თვე­ლებს ჯვა­რი აქვთ და­წე­რი­ლი. მათ შო­რის არი­ან - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლის წყვი­ლი და ასე­ვე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­სა და ნინო პოლტრაც­კა­ი­ას წყვი­ლი.

586b5331-6852-4477-ab1d-62d41e664565-64705-1745818490.jfif

ძვე­ლი სა­მე­ბის ეკ­ლე­სია

ტაძ­რის ის­ტო­რია

თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ძველ უბან­ში, კა­ლო­უ­ბან­ში მდე­ბა­რე­ობს. მას „ძვე­ლი სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ას“ უწო­დე­ბენ. ასე იმის შემ­დეგ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რაც თბი­ლი­სის სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (1995-2004 წლე­ბი) აიგო.

„ძვე­ლი სა­მე­ბა“ რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­კეთ­და.

ამ ად­გილ­ზე ტა­ძა­რი XVIII სა­უ­კუ­ნე­შიც ყო­ფი­ლა, რა­საც ადას­ტუ­რებს ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მიერ თბი­ლი­სის გეგ­მა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­წე­რა - „ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია კა­ლო­უ­ბა­ნი“. დღე­ვან­დე­ლი ტაძ­რის წი­ნა­მორ­ბე­დი ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა 1790 წელს დას­რულ­და.

პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნის მი­ხედ­ვით, ის პეტ­რე „ყა­რა­უ­ლას“ - პეტ­რე აღ­ნი­აშ­ვილს აუ­გია (აღ­ნი­აშ­ვი­ლი მეფე ერეკ­ლე II-ის მიერ ღარ­თის­კა­რის და­რა­ჯად იყო და­ნიშ­ნუ­ლი). პეტ­რეს შვილ­მა, მღვდელ­მა შიო აღ­ნი­აშ­ვილ­მა 1836 წელს ტა­ძარს და­სავ­ლე­თის მხრი­დან სვე­ტე­ბი­ა­ნი კა­რიბ­ჭე და სამ­რეკ­ლო მი­უ­შე­ნა, ხოლო 1850 წელს კა­რიბ­ჭე­ზე სამ­რეკ­ლო და­ა­შე­ნეს... მა­ლე­ვე ეკ­ლე­სი­ის შე­ნო­ბა ისევ გა­ნა­ახ­ლეს და ტა­ძა­რი 1863 წელს აკურ­თხეს.

XIX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში შე­მო­წი­რუ­ლე­ბი­თა და სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით დე­კა­ნოზ­მა პეტ­რე არ­და­ზი­ან­მა (მწე­რალ ლავ­რენ­ტი არ­და­ზი­ა­ნის მამა) ტა­ძა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად გა­ნა­ახ­ლა და ჯვარ-გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სი­ის სახე მის­ცა... XX სა­უ­კუ­ნე­ში სამ­რეკ­ლოს გუმ­ბა­თი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ა­კე­თეს.

a4164d81-1805-49b1-b884-64c314b940a4-64809-1745818521.jfif

„ძვე­ლი სა­მე­ბა“ „ჩა­ხა­ზუ­ლი ჯვრის ტი­პის“ ნა­გე­ბო­ბაა, აგუ­რით ნა­შე­ნი და ეკ­ლე­სი­ის ფა­სა­დე­ბის გა­ფორ­მე­ბა სა­დაა. ზო­გა­დი ფორ­მე­ბი და სამ­რეკ­ლო შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბის მიჰ­ყვე­ბა. კა­რიბ­ჭეს კლა­სი­ცის­ტუ­რი სტი­ლის გავ­ლე­ნა ემ­ჩნე­ვა. ინ­ტე­რი­ე­რის მხატ­ვრო­ბა 1890-იან წლებ­ში იტა­ლი­ელ­მა მხატ­ვარ­მა ლუდ­ვიგ ლონ­გომ შე­ას­რუ­ლა.

თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სია პირ­ვე­ლი ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­წი­მინ­და სა­მე­ბის სა­ხელ­ზე 1790 წელს აიგო. დღი­დან აგე­ბი­სა, არას­დროს შე­წყვე­ტი­ლა ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა.

ტა­ძარ­ში ჯვრდა­წე­რი­ლი წყვი­ლე­ბირო­გორც ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში 1863 წლის 10 აპ­რილს ჯვა­რი და­ი­წე­რეს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და ოლღა გუ­რა­მიშ­ვილ­მა. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლის ჯვრის­წე­რა თბი­ლი­სის სა­მე­ბის ტა­ძარ­ში სა­ი­დუმ­ლოდ ჩა­ტარ­და. იხილეთ სრულად