"ჩვენი ურთიერთობა ძალიან ახალია" - ლიკა ქორქია დაოჯახდა: ვინ არის ცნობილი მოდელის ბიზნესმენი მეუღლე?
მშვენიერი ლიკა ქორქიას პირად ცხოვრებაში სიახლეა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დაოჯახდა. მისი რჩეული კი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ბიზნესმენი გიორგი ასლამაზიშვილი. უკვე წლებია, რაც მოდელი და ტელესახე პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს.
კომენტარზე ლიკას პირადად დავუკავშირდით. პირადზე საუბარი არც ამჯერად ისურვა, თუმცა AMBEBI.GE-ს დაუდასტურა, რომ დაოჯახდა
ლიკა ქორქია მეუღლესთან ერთად
- დიახ, გიდასტურებთ, რომ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე გიორგი ასლამაზიშვილია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ახალია, ვფიქრობ, ჩემს გარშემო ბევრი თქვენგან გაიგებს ამ ამბავს. ძალიან კარგად ვარ, ბედნიერად, მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რაც მთავარია ძალიან კარგად ვართ, ბედნიერად და კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გავხდით ერთად ჩვენს ცხოვრებას.
ლიკას ინსტაგრამზე 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი ფოტოების სერია კი ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამომწერებს გულგრილს ვერ ტოვებს. ჟურნალ "ბომონდთან" თუ როგორ ინარჩუნებს შესანიშნავ ფორმას, ამბობს:
- გურმანი ვარ, რაც ჩემს წონაზეც აისახება. ვერ ვიტყვი, რომ როდისმე რომელიმე კონკრეტული დიეტა დამიცავს. შიმშილი და საათობრივი კვება საშინლად მძაბავს. როცა დიეტას ვიწყებ, რაღაცებს ვიღებ რაციონიდან. იხილეთ სრულად