"მათ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა"- ყვარელში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარზე?
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუეში გვიან ღამით, მათსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.