რა საშიშროების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს სახლში ყოფნა? | Allnews.Ge

რა საშიშროების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს სახლში ყოფნა?

შენობაში დიდხანს ყოფნამ შეიძლება დაარღვიოს ადამიანის ცირკადული რიტმები.

სახლში დიდხანს ყოფნამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

შენობაში ძალიან დიდი დროის გატარებამ, განსაკუთრებით ბუნებრივი განათების გარეშე, შეიძლება დაარღვიოს ადამიანის ცირკადული რიტმი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ცუდ ძილს და ენერგიის ნაკლებობას. გარდა ამისა, სახლში დიდ ხანს მჯდომ ადამიანებს უფრო მეტად აღენიშნებათ D ვიტამინის დეფიციტი.

ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება, ცუდი განწყობა და ძვლების ჯანმრთელობის პრობლემები.

ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მინიმუმ ათი წუთის განმავლობაში გარეთ გასეირნება, მაგალითად, სადილის შემდეგ.

გამოვლენილიაცირკადულირიტმისდარღვევისსაშიშიშედეგისაერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საუთჰემპტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარები, აღმოაჩინა, რომ ცირკადული რითმების დარღვევამ (განსაკუთრებით ძილის რეჟიმი) შეიძლება გაამწვავოს დეპრესია და ნევროზი და ასევე გამოიწვიოს განწყობის არასტაბილურობა.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS). ახალი კვლევა მოიცავს ბოლოდროინდელ ნაშრომებში განხილულ მეცნიერულ მიმოხილვას ძილს (და სიფხიზლეს) და ფსიქიკურ დაავადებას შორის კავშირის შესახებ. აღნიშნულია, რომ მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებს.

კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის ბუნებრივი ბიორიტმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს დეპრესია, შფოთვა და ნევროზი.

გარდა ამისა, ძილის რეჟიმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვალებადობა. იხილეთ სრულად