ეუთო-ს გენერალურ მდივანი საქართველოშია - რა განცხადებები გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე | Allnews.Ge

ეუთო-ს გენერალურ მდივანი საქართველოშია - რა განცხადებები გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე

სა­ქარ­თვე­ლო ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­გა­რეო ჩა­რე­ვე­ბის ღია მცდე­ლო­ბე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი გახ­და - მი­უ­ღე­ბე­ლია, ზო­გი­ერ­თი აქ­ტო­რის მხრი­დან ეუთო-ს და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ვიწ­რო - პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის რა­ი­მე სა­ხის მცდე­ლო­ბე­ბი - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა, ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, ფე­რი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს ოდირ-ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას."სა­ქარ­თვე­ლო პა­ტივს სცემს ეუთო-ს და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტებს. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ზო­გი­ერ­თი აქ­ტო­რის მხრი­დან ამ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ვიწ­რო, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის რა­ი­მე სა­ხის მცდე­ლო­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­გა­რეო ჩა­რე­ვე­ბის ღია მცდე­ლო­ბე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი გახ­და.

ხში­რად ვხე­დავთ ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბებს, რაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის სწო­რედ იმ ფუ­ძემ­დებ­ლურ პრინ­ცი­პებ­თან, რა­საც ეფუძ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი, რომ­ლის დაც­ვაც უნდა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვალი. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის ეუთო-სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი და იგი­ვე მო­ლო­დი­ნი აქვს თა­ვი­სი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­და­ნაც.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ერ­თხელ და­უ­დას­ტუ­რე­ბია სა­კუ­თა­რი ნდო­ბა ეუთო-სად­მი. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი გახ­ლდათ ეუთო/ოდირ-ის მოწ­ვე­ვა, გა­სულ წელს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად და მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხე­ლის შე­წყო­ბა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოდირ-ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და მზად ვართ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად“,- გა­ნა­ცხა­და მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჭი­როდ მი­აჩ­ნია გა­ლის მე­ქა­ნიზ­მის უპი­რო­ბო გა­ნახ­ლე­ბა."სა­ქარ­თვე­ლოს ორი რე­გი­ო­ნი: აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი კვლავ არის რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ და რუ­სე­თის მხრი­დან კვლა­ვაც ირ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. თქვენ გექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვად გა­ემ­გზავ­როთ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლოთ ქვეყ­ნის შუ­ა­გულ­ში გავ­ლე­ბუ­ლი მავ­თულხლარ­თე­ბი და გა­ეც­ნოთ ოკუ­პა­ცი­ის მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ შე­დე­გებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა ეუთო-ს ფარ­გლებ­ში უნდა გაგ­რძელ­დეს და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­საჭ­რე­ლად. ჩვენ ვა­ფა­სებთ ეუთო-ს ჩარ­თუ­ლო­ბას ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და ასე­ვე, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ეფექ­ტი­ან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როდ მიგ­ვაჩ­ნია გა­ლის მე­ქა­ნიზ­მის უპი­რო­ბო გა­ნახ­ლე­ბა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მებ­ზე წვდო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. სა­ქარ­თვე­ლოს სურს რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კის სიმ­ტკი­ცეს. აქვე მსურს აღ­ვნიშ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი ხელი შე­უ­წყოს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. მი­ვე­სალ­მე­ბით აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას და აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ, გა­სულ კვი­რას, თბი­ლის­მა უმას­პინ­ძლა სამმხრივ შეხ­ვედ­რას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებს შო­რის. სა­ქარ­თვე­ლოს სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებს შო­რის გა­ი­მარ­თა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა თბი­ლის­ში და იმე­დი მაქვს, ამ ფორ­მატ­ში შევ­ძლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­გი­ო­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს რე­გი­ო­ნულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი რო­ლის კი­დევ უფრო კარ­გად წარ­მო­ჩე­ნის­კენ, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის კარ­გად ათ­ვი­სე­ბის­კენ და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­კენ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ეუთო-ს ფარ­გლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

რო­გორც ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, ეუთო მხარს უჭერს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს."მად­ლო­ბას გიხ­დით თქვე­ნი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­სათ­ვის. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღეს თბი­ლის­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ეს გახ­ლავთ ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტზე. მე, რა თქმა უნდა, ერ­თგუ­ლად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ყვე­ლა იმ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეუთო საკ­მა­ოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და ასე­ვე, მხარს ვუ­ჭერთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე ამ რე­გი­ო­ნის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას.

ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე სა­მო­ცი წლი­საა. ეს გახ­ლავთ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც არა­ერ­თგზის და­ამ­ტკი­ცა, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ა­ლო­გის წარ­მო­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ რე­გი­ო­ნებ­სა და ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია მე­დი­ა­ცი­ის „მრა­ვალპ­ლა­ნო­ვა­ნი“ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ვი­ყე­ნებთ. ჩვენ უწყვე­ტად ვცდი­ლობთ, რომ ჩა­ვერ­თოთ კონ­ფლიქ­ტე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის საქ­მე­ში. სტა­ბი­ლუ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც მისი ხალ­ხის­თვის, ისე მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, მას­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვმუ­შა­ობთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, ჩვენ გვინ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­ვუმ­ტკი­ცოთ, რომ ჩვენ მო­წო­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, ჩა­ვერ­თოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით და ყვე­ლა იმ სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­აჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ფე­რი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუმ.