"გია და შვილები სათევზაოდ ყოფილან, როცა ტრაგედია დატრიალდა" - ცნობილია გარდაცვლილი მამისა და მისი შვილების ვინაობა | Allnews.Ge

"გია და შვილები სათევზაოდ ყოფილან, როცა ტრაგედია დატრიალდა" - ცნობილია გარდაცვლილი მამისა და მისი შვილების ვინაობა

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ქვე­მო ხო­და­შენ­ში გლო­ვაა. იქ მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი და მისი მო­ზარ­დი შვი­ლე­ბი ტრა­გი­კუ­ლად და­იხ­რჩვნენ.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან გია ბურ­ნა­ძე და მისი 11 და 13 წლის ბი­ჭე­ბი.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა-შვი­ლებს ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ და გუ­შინ იპო­ვეს. გია ბურ­ნა­ძე და მისი ორი ვაჟი სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სო­ფელ ფო­ლა­და­ანთკარ­ში, სა­დაც ტბა­ში და­იხ­რჩვნენ.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა ისი­ნი სა­თევ­ზა­ოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი.

"ჩვე­ნი სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. სტუმ­რად ყო­ფი­ლან წა­სუ­ლე­ბი გიას მე­ო­რე მე­უღ­ლის სო­ფელ­ში. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მამა და შვი­ლე­ბი სა­თევ­ზა­ოდ წა­სუ­ლან, უთევ­ზა­ვი­ათ. ჩვენ გუ­შინ შე­ვი­ტყვეთ ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი. გიას სამი შვი­ლი ჰყავს. ორი იყო რო­გორც ვიცი მა­მას­თან ერ­თად და და­იხ­რჩვნენ. ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. სამ­წუ­ხა­რო ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ხო­და­შენ­ში.