ვინ სად და ვისთან ერთად შეხვდა აღდგომას - პოლიტიკოსებისა და ცნობილები სახეების ფოტოები
ხელისუფლების წარმომადგენლები სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ, პრემიერი ირაკლი კობახიძე წირვაზე ვაჟიშვილთან ერთად იყო, თბილისის მერი კახა კალაძე კი მეუღლესთან ერთად. ოჯახის წვერებთან ერთად იყვნენ მინისტრთა კაბინეტის თუ პარლამენტის რიგი წევრებიც. ამის ამსახველ ფოტოებს ირაკლი კობახიძის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
აღდგომა მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და თან, ოჯახური. ოჯახურად შეხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.ბევრმა მათგანმა ეკლესიაში გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოებით მიულოცა გულშემატკივრებს აღდგომა.
ბიძინა ივანიშვილი მეუღლესა და უმცროს ვაჟ ცოტნესთან ერთად შეხვდა აღდგომას"ქრისტე აღდგა, გიხაროდენ!!!მადლი თქვენ და მახარბელს!!!
წლევანდელი ჩემი ერთადერთი სააღდგომო სურვილია ყველა ქართველს ერთმანეთი უყვარდეს..." - დაწერა ზურაბ შევარდნაძემ და მისივე გარდენიიდან ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.