ექიმმა სწრაფად დაძინების უჩვეულო ხრიკი გაგვიზიარა | Allnews.Ge

ექიმმა სწრაფად დაძინების უჩვეულო ხრიკი გაგვიზიარა

სასწრაფო დახმარების ექიმი ჯო უიტტინგტონი: უსასრულობის წარმოსახვითი ნიშანი უძილობას შველისსასწრაფო დახმარების ექიმმა აშშ-დან, ჯო უიტტინგტონმა გააზიარა უჩვეულო ხრიკი, რომელიც ადამიანს შემაწუხებელ ფიქრებისაგან განთავისულფებაში დასწრაფად დაიძინებაში დაეხმარება. მისი რჩევა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

უძილობისას ექიმი გვირჩევს, ავწიოთ ხელი თავს ზემოთ და თითით წარმოსახვით გამოვსახოთ უსასრულობის ნიშანი. ეს მოძრაობა უნდა გავიმეოროთ მანამ, სანამ ძილი არ მოგვერევა. წარმოსახვით ხაზს მხოლოდ თვალებით უნდა მივადევნოთ თვალი, ხოლო თავი არ უნდა ვატრიალოთ.„

ეს მოძრაობა ააქტიურებს ვესტიბულარულ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია წონასწორობასა და თვალის მოძრაობაზე. აღნიშნული ხრიკი გვეხმარებაფიქრების ქაოსის მოშორებაში და ნერვული სისტემისმოწესრიგებაში, რაც მშვიდი ფსიქიკური მდგომარეობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, — განმარტა სპეციალისტმა.უიტტინგტონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს მეთოდი ვერ ჩაანაცვლებს პროფესიულ სამედიცინო დახმარებას. ქრონიკული უძილობის შემთხვევაში მან მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა გვირჩია.როგორ მოქმედებს ძილის ნაკლებობა ჩვენს ფსიქიკაზებრიტანეთის ძილის კვლევის ცენტრის მონაცემებით, საშუალო ბრიტანელს დღე-ღამეში დაახლოებით 6.5 საათი სძინავს, რაც ადამიანთა უმრავლესობისთვის არასაკმარისია.

მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ ძილის ხანგრძლივობის შემცირება სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას.

მხოლოდ რამდენიმე ღამის უძილობამ შესაძლოა სისხლში შაქრის დონეზე იმოქმედოს და გამოიწვიოს ჭარბი საკვების მიღება. ცვლილებები შეიძლება აღინიშნოს გენეტიკურ დონეზეც.

რამდენიმე წლის წინ, BBC-ის გადაცემამ Trust Me, I’m a Doctor სურეის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი: მონაწილეებს სთხოვეს, ერთი კვირის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობის მხოლოდ ერთ საათით შემცირება.

სურეის უნივერსიტეტის დოქტორ საიმონ არჩერის თქმით, ასეთი მცირე ცვლილებაც კი 500-მდე გენის ფუნქციონირებაზე აისახა — მათ შორის იმ გენებზე, რომლებიც ანთებით პროცესებსა და დიაბეტის განვითარებას უკავშირდება.

ცხადია, ძილის ნაკლებობა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. მაგრამ როგორ აისახება ის ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე?

BBC-ის იგივე გადაცემამ ამჯერად ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა.

ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ, კარგი ძილი ჰქონდათ. მათ მიეწოდათ მოწყობილობები, რომლებიც ძილის ფაზებსა და ხარისხს აკონტროლებდა. პირველ სამი ღამით მათ საშუალება ჰქონდათ ეძინათ 8 საათი, ხოლო შემდეგი სამი ღამით — მხოლოდ 4 საათი. იხილეთ სრულად