რომელ უწყებას რამდენი ავტომობილი ემსახურება - აუდიტის მონაცემები
აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების ნაწილი არ ასაჯაროვებს მათ დაქვემდებარებაში რამდენი ავტომობილია. შესაბამისად, უცნობია ზუსტი მონაცემი თუ რამდენი მანქანაა ჯამურად სახელმწიფო უწყებების ბალანსზე.
რაც შეეხება იმ უწყებებს, რომელთა ინფორმაციაც ხელმისაწვდომია, ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წელს ავტომობილების რაოდენობით გამოირჩეოდა საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და თავდაცვის სამინისტროები.
უფრო კონკრეტულად, „ბიუჯეტის მონიტორზე“ დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების, ძირითადად, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 76 ავტომობილი;
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 3 ავტომობილი;მთავრობის ადმინისტრაცია - 17 ავტომობილი;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 13 ავტომობილი;
- ფინანსთა სამინისტრო - 74 ავტომობილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო -69 ავტომობილი;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 147 ავტომობილი.