როგორ მოვამზადოთ ნოტიო და მძიმე პასკა?
გთავაზობთ კონდიტერ თამრიკო კიკაბიძის ლეგენდარული პასკის რეცეპტს:
ინგრედიენტებირომი ან კონიაკი - 200.00 მლ
დარიჩინი, მიხაკი, ილი, მუსკატის კაკალი, ვანილი
1 ლიმონის ცედრა
ცუკატები - 250.00 გ (სურვილისამებრ)
ქიშმიში - 250.00 გ
ზეთი - 1.00 ჭიქა (200 მლ )
კარაქი - 250.00 გ
მარგარინი - 250.00 გ
რძე - 1.00 ლ
საფუარი - 4.00 სკ
ფქვილი - 3.00 კგ
შაქარი - 1200.00 გ]
კვერცხი - 10.00 ც
მომზადების წესი
1. ქიშმიში, ცუკატი, ლიმნის ცედრა, ვანილი, მუსკატის კაკალი, ილი, მიხაკი და დარიჩინი დავუმატე რომი, მოვურიე და შევახვიე პარკში იქამდე, სანამ ცომი აფუვდება.
2. ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ 1 ჩ.კ შაქარი (ვიღებთ ამ შაქარს იმ პორციიდან, რომელიც არის განკუთვნილი პასკისთვის)
3. მეორე ნახევარ ლიტრაში ვამატებთ ცხიმს: კარაქს, მარგარინს და ზეთს. ვდგამთ დაბალ ცეცხლზე.
4. ვიღებთ ორ ჯამს და ვაცალკავებთ კვერცხის გულს ცილისგან, ერთ ჯამში ცილაა, მეორეში გული.
5. ვიწყებთ ცილის თქვეფას, ამოყვანილი ცილას ვუმატებთ 10 სუფრის კოვზ შაქარს (ისევ იმ საერთო შაქრიდან). შაქარს ვამატებთ ეტაპობრივად, თითო დამატების შემდეგ ვთქვეფთ 2-3 წუთით.
6. გულსვუმატებთ დარჩენილ შაქარს და ვთქვეფთ გათეთრებამდე.
7. ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს. გაითვალისწინეთ,რომ ფრთხილად უნდა აურიოთ, ხელის ერთი და იმავე მოძრაობით.
8. მაშ ასე, კვერცხიანი მასა მზად არის, საფუარი გააქტიურდა, ცხიმიანი მასაც გადნა.
9. ვიწყებთ მოზელვას:დიდ თასში გავცრათ ფქვილი, დავუმატოთჯერ საფუარი, შემდეგ- ცხიმიანი მასა,ბოლოს - კვერცხიანი მასა. ცომის მეზელვა ადვილი არ არის, კარგად უნდა დაამაშუვოთ.ვზელთ იქამდე, სანამ ცომი გაერთიანდება და დაეკვრება ხელებს.
ვტოვებთ 6-8 საათით. სასურველია ღამე მოზილოთ, რადგან საფუარის ცომს სიჩუმე და სიწყნარე უყვარს, უფრო კარგად ამოდის.
10. დილით დავუმატოთ ქიშმიშიანი მასა, ისევ მოვზილოთ და განვათავსოთ ფორმებში, ნახევრად უნდა აივსოს. მე გამომივიდა 5 ფორმა (თითო იწონის 1500 გ) ამ ფორმებს ვაფარებთ პარკს და ისევ ვდგამთ 7-8 საათით, შემდეგ ვაცხობთ 1 საათით 150 C° მე მქონდა ჩართული მხოლოდ ქვედა წვა კონვენციით. ჩემი ფორმები რადგან იყო დიდი, დამჭირდა 1,5 საათი.