სად და რა მოცულობით ვყიდულობთ ქათმის გაყინულ ხორცს - პროდუქტში სალმონელა გამოვლინდა | Allnews.Ge

სად და რა მოცულობით ვყიდულობთ ქათმის გაყინულ ხორცს - პროდუქტში სალმონელა გამოვლინდა

27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში სალმონელა გამოვლინდა. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყნებში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 1 209 ტონა (2.155 მლნ აშშ დოლარის) გაყინული ქათმის ხორცი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 902.3 ტონა (1.566 მლნ აშშ დოლარის).

ამასთან, წელს 2 თვის მდგომარეობით (ჯერ მხოლოდ იანვარ-თებერვლის მონაცემებია ცნობილი), პროდუქტი სულ 5 ქვეყნიდან შემოვიდა. კერძოდ:

  • უკრაინა - 584.54 ტონა (1.075 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 312.19 ტონა (556.07 ათასი აშშ დოლარი)
  • ბრაზილია - 215.26 ტონა (363.29 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 80.98 ტონა (133.66 ათასი აშშ დოლარი)
  • ბელარუსი - 17 ტონა (27.46 ათასი აშშ დოლარი)

იხილეთ სრულად