ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ცნობილია - "არსენალმა" "რეალი" მადრიდშიც დაამარცხა | Allnews.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ცნობილია - "არსენალმა" "რეალი" მადრიდშიც დაამარცხა

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას პსჟ-ს მე­ტო­ქე ცნო­ბი­ლია - ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის სა­პა­სუ­ხო მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ სა­პა­სუ­ხო მატჩში "არ­სე­ნალ­მა“ "რე­ა­ლი“ გას­ვლა­ზე და­ა­მარ­ცხა, ან­გა­რი­შით 2:1 და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ის­ტო­რი­ა­ში მე­სა­მედ გა­ვი­და - 16 წლის შემ­დეგ კი პირ­ვე­ლად.

ლონ­დონ­ში 0:3 წა­გე­ბის შემ­დეგ "სა­მე­ფო გუნ­დი“ ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მის­მა მწვრთნელ­მა ან­ჩე­ლო­ტიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. სტუმ­რებს დე­ბი­უ­ტში­ვე მი­ე­ცათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სი, მაგ­რამ სა­კას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პე­ნალ­ტი კურ­ტუ­ამ მო­ი­გე­რია. მერე მსაჯ­მა თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი რა­ი­ას კარ­ში და­ნიშ­ნა, კარ­გა ხანი ეპი­ზო­დის გა­და­მოწ­მე­ბას VAR-ი მო­უნ­და, სა­ბო­ლო­ოდ არ­ბიტრმა ვი­დე­ო­გა­მე­ო­რე­ბა ნახა, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 0:0 ისე დას­რულ­და, მას­პინ­ძლებს მე­ტო­ქის კარ­ში ბურ­თი არ და­ურ­ტყამთ.

65-ე წუთ­ზე სა­კამ "მე­თო­ფე­ე­ბი“ და­ა­წი­ნა­უ­რა, თუმ­ცა ვი­ნი­სი­უს­მა მა­ლე­ვე აღად­გი­ნა თა­ნა­ფარ­დო­ბა. 75-ე წუთ­ზე ტრავ­მი­რე­ბუ­ლი მბა­პე დი­ას­მა შეც­ვა­ლა. კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში კი კურ­ტუ­ას კარი მარ­ტი­ნე­ლიმ და­ლაშ­ქრა და ინ­გლი­სურ­მა გუნ­დმა გა­ი­მარ­ჯვა.

"არ­სე­ნა­ლი“ 1/2-ფი­ნალ­ში პსჟ-ს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა - 29 აპ­რილს ლონ­დონ­ში, ხოლო 7 მა­ისს პა­რიზ­ში.