კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი" 5 მილიონი დოლარად გაიყიდა - ვინ არის მყიდველი? | Allnews.Ge

კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი" 5 მილიონი დოლარად გაიყიდა - ვინ არის მყიდველი?

ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზი­ა­რე­ბენ უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა შო­კუ­რი უწო­დო.…ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­ინც: ინ­დო­ელ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა, სა­ხე­ლად სა­ტიშ­მა, შე­ი­ძი­ნა კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი­სა და მგლის ნაჯ­ვა­რი "ლეკ­ვი", რო­მელ­შიც 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ოკა­მი დღე­ში 3 კგ ქათ­მის ხორცს ჭამს და ასაკ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან დი­დია: მისი სი­მაღ­ლე 75 სმ-ია; წონა კი 75 კგ.

ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში ცხო­ველ­ში მსგავ­სი თან­ხის გა­დახ­და სიზ­მრა­დაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია; თუმ­ცა თა­ნახ­მაც რომ ვი­ყოთ და ფუ­ლიც გვქონ­დეს, ისიც სა­კი­თხა­ვია, მსგავ­სი ჰიბ­რი­დი ჩვენ­ში ოდეს­მე შე­იქ­მნე­ბა თუ არა; ან მით უფრო უცხო­ე­თი­დან შე­მოყ­ვა­ნა თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნე­ბი ამას მკაც­რად არე­გუ­ლი­რებს. თუმ­ცა ისიც არის, რომ არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, ინ­დო­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი და ძაღ­ლე­ბის სე­ლექ­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ამ იშ­ვი­ა­თო­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდ თან­ხას შო­უ­ლობს და თა­ვის მი­ლი­ო­ნებს კი­დევ ზრდის. რო­გორც უცხო­უ­რი პრე­სა წერს, ოკა­მის ხალ­ხში გა­მო­ჩე­ნა თუნ­დაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი­თაც 2500 გირ­ვან­ქას აგ­რო­ვებს: ასე­თი სა­უ­ცხოო ჯი­შის ჰიბ­რი­დი ხომ პირ­ვე­ლია მსოფ­ლი­ო­ში და ცხა­დია, შე­მო­სავ­ლის მდი­დარ წყა­რო­დაც იქცა. ოკა­მი ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. ცხვირ-პირი, ფერი და სი­მაღ­ლე მა­მის აქვს, და­ნარ­ჩე­ნი - დე­დის, ცოტა მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბის გარ­და. კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზე­ბი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პატ­რო­ნის უერ­თგუ­ლე­სი დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლო­ბას არ ავ­ლე­ნენ, რო­დე­საც პატ­რო­ნი მშვი­დად ყოფ­ნას სთხოვს. თუმ­ცა ვინ იცის, მო­მა­ვალ­ში ვის თვი­სე­ბებს მე­ტად გა­მო­ავ­ლენს ოკა­მი. ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი სა­გა­რე­ჯოს კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზის ძაღლსა­შე­ნის მე­პატ­რო­ნეს თე­მურ მი­ქე­ლა­ძეს ვთხო­ვეთ.

- თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ძაღლში ამ­ხე­ლა ფული პირ­ვე­ლად გა­და­ი­ხა­დეს და ჯი­შიც პირ­ვე­ლად შე­იქ­მნა, მგლი­სა და ძაღ­ლის შთა­მო­მავ­ლის და­ბა­დე­ბა სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი. ორი­ვე ერთი ჯი­შის არის და ორი­ვე ძუ­ძუმ­წო­ვა­რია. მე­ტიც, სე­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი გე­ტყვი­ან, რომ მგლი­სა და ძაღ­ლის შეჯ­ვა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ზოგ­ჯერ ბუ­ნე­ბა­შიც ხდე­ბა. მგლი­სა და გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი­სა­გან არის გა­მოყ­ვა­ნი­ლი სლო­ვა­კუ­რი ძაღ­ლი, თუმ­ცა არც ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი. პატ­რონ­საც ეს­ხმის თავს და მგლის მსგავ­სად ვერ ეგუ­ე­ბა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბას, უძ­ლებს სი­ცი­ვეს და არ მოს­წონს ბავ­შვე­ბი.

ნი­დერ­ლან­დებ­ში, ჰო­ლან­დი­ელ­მა სე­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ლინ­დერტ ლა­ა­როს­მა ჯერ კი­დევ 1921 წელს მგლი­სა და ძაღ­ლის ნა­ში­ე­რი, ლა­ა­რო­სის ძაღ­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა. დი­დად არც ეგ ჯი­შია წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ცო­ტა­თი მში­შა­რა ანუ ფრთხი­ლია და ვერ ეგუ­ე­ბა ბავ­შვებს. ანუ მათ­ში მგლის თვი­სე­ბე­ბი ჭარ­ბობს. სხვა­თა შო­რის, ინ­დო­ე­ლის ძვი­რად ღი­რე­ბულ ლეკვს ვი­დე­ო­შიც ეტყო­ბა აგ­რე­სი­უ­ლო­ბა. თუმ­ცა, ულა­მა­ზე­სია. ცხა­დია, მის მშობ­ლებს ჯერ კი­დევ მის ჩა­სახ­ვამ­დე არ­ჩევ­დნენ, უვ­ლიდ­ნენ და შემ­დეგ სე­ლექ­ცი­ა­შიც დიდი თან­ხაა ჩა­დე­ბუ­ლი. მსგავ­სი ამ­ბე­ბი მარ­თლაც დიდ ფულს მო­ი­თხოვს. ამ ჯი­შის გა­მოყ­ვა­ნა­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით ინ­დუ­რი რუ­პია და­ი­ხარ­ჯა. დედა კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი უნდა იყოს. სა­ერ­თოდ, უმე­ტე­სად მსგავ­სი შეჯ­ვა­რე­ბი­სას დე­დად ში­ნა­ურ ცხო­ველს არ­ჩე­ვენ.

- რა­ტომ, უფრო ფრთხი­ლი დე­დაა?

- უბ­რა­ლოდ, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი დე­დო­ბას ში­ნა­ურ გა­რე­მო­ში უკე­თე­სად სწე­ვენ. კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი კი თით­ქოს ჩვენ გვგავს - ძლი­ე­რი, მებ­რძო­ლი და ერ­თგუ­ლია. ამი­ტომ მეტი სიყ­ვა­რუ­ლით ვუვ­ლი და მის­თვის არა­ფე­რი მე­ნა­ნე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა