ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა და წვიმა: როდემდე იქნება გაუარესებული ამინდი საქართველოში - სვეტლანა ნიორაძის გრძელვადიანი პროგნოზი | Allnews.Ge

ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა და წვიმა: როდემდე იქნება გაუარესებული ამინდი საქართველოში - სვეტლანა ნიორაძის გრძელვადიანი პროგნოზი

17 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­ლი და დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის პროგ­ნოზ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე:

- გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი იყო, საკ­მა­ოდ დიდი ნა­ლე­ქი მო­ვი­და გუ­და­ურ­ში, სტე­ფან­წმინ­და­ში, ძი­რი­თა­დად აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან წვიმ­და, მა­ღალ მთა­ში თოვ­და, მაგ­რამ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნა. გუ­შინ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში +13 გრა­დუ­სი იყო, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში კი +15. დღეს კი­დევ უფრო და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას ვვა­რა­უ­დობთ, +5-10 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +8-13 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში.

თბი­ლის­ში დღეს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +11-13 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა. ხვალ დი­ლამ­დე იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, თბი­ლის­ში დრო­გა­მოშ­ვე­ბით 20-25 მეტრ წა­მამ­დე. 11 აპ­რილს დი­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს, ქა­რიც შე­სუს­ტდე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 გრა­დუ­სამ­დე, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 15 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. თბი­ლის­ში 14 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ხვალ გვი­ან სა­ღა­მოს ისევ ყველ­გან გაწ­ვიმ­დე­ბა და­სავ­ლეთ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და 12 აპ­რი­ლის შუ­ა­დღემ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი. ტემ­პე­რა­ტუ­რა ისევ და­იკ­ლებს. შე­და­რე­ბით ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 17 აპ­რი­ლამ­დე.

მა­ღალ მთა­ში ისევ თოვ­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სვა­ნეთ­ში, ზემო აჭა­რა­ში, ხევ­სუ­რეთ­ში, გუ­და­ურ­ში, სტე­ფან­წმინ­და­ში... ასე­თი ამინ­დი აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის­თვის უჩ­ვე­უ­ლო არ არის.

- რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა აღ­დგო­მას?

- სა­ვა­რა­უ­დოდ 17 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს და აღ­დგო­მის დღე­ებ­ში თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამინ­დის პროგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა.