„როგორ დავიკანონო პაპაჩემის შემოღობილი მიწა“ - კითხვას ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი პასუხობს
ძალიან ბევრი ოჯახი სარგებლობს მიწის ნაკვეთით წლების განმავლობაში ისე, რომ საკუთრების ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნია. „როგორ დავიკანონო პაპაჩემის შემოღობილი მიწა“ - ამ კითხვას ცნობილი ადვოკატი, ვახტანგ მაჭავარიანი სცემს პასუხს.
„2007 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც განისაზღვრა, რა წესით უნდა მოხდეს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ამ მიწის ნაკვეთით ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლამდე უნდა გესარგებლათ, რომ მისი საკუთრებაში რეგისტრირების საფუძველი გაგიჩნდეთ. მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო დანიშნულების. მთავარია, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდეს და არ შედიოდეს იომ კატეგორიის მიწათა ნუსხაში, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაცია შეუძლია მოითხოვოს როგორც იმ პირმა, ვინც თავის დროზე დაიკავა მიწები, ასევე მისმა მემკვიდრეებმა და უფლებამონაცვლეებმა. მიწის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც სპორადულად, ასევე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში. მიწის სპორადულად რეგისტრაციისას უნდა დამტკიცდეს, რომ მოთხოვნილ ნაკვეთზე 2007 წლამდე იყო განთავსებული მიწასთან მყარად დამაგრებული შენობა, ან უნდა დამტკიცდეს, რომ თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწას 2007 წლამდე შემოუერთეთ მომიჯნავე მეზობელი მიწის ნაკვეთი და დღესაც სარგებლობთ ამ მიწით. იხილეთ სრულად