საცობების ინდექსი მსოფლიოს ქალაქებში - რომელ ადგილზეა თბილისი | Allnews.Ge

საცობების ინდექსი მსოფლიოს ქალაქებში - რომელ ადგილზეა თბილისი

5 აპრილის მონაცემებით, Numbeo-ს რეიტინგში, თბილისი, მსოფლიოს სხვადასხვა დიდ 330 ქალაქს შორის, საცობის ინდექსის (Traffic Index) მაჩვენებლით, 141-ე ადგილზეა.

ჩვენი დედაქალაქის საცობის ინდექსის კოეფიციენტი 144.7-ია. მსოფლიოში ამ მხრივ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ნიგერიის ქალაქ ლაოსს, რომლის კოეფიციენტი 365.9-ს უტოლდება, მეორე ადგილზე კოსტა რიკის ქალაქი სან ხოსეა - 327.8, მესამეზე აშშ-ის მეგაპოლისი ლოს ანჯელესი - 313.2.

თუკი მხოლოდ ევროპის ქალაქებს განვიხილავთ, თბილისი 23-ე ადგილს იკავებს - ლიდერი კრასნოდარია (224.4). სხვათა შორის, ამ რეიტინგის პირველ სამ (კრასნოდარი, მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი) და ტოპ-10-დან 5 ქალაქს (ასევე, ნოვოსიბირსკი და როსტოვი) რუსეთის ქალაქები წარმოადგენენ. იხილეთ სრულად