თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება | Allnews.Ge

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

პროტესტის 129-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გაიმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

კერძოდ, თბილისში, 19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან.

რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!

ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, 18:00 საათზე აქცია-პროტესტი;

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე - სამშობლოს სამსახურში!

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე - რუსული რეჟიმის წინააღმდეგ

თელავში, მერიის წინ. 19:00 საათზე - უწყვეტი პროტესტი თელავში

ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე - კი ევროპას, არა რუსეთს!

ჩხოროწყუში, მერიის წინ, 20:00 საათზე - გაბედე პროტესტი ყოველდღე!