"ქუჩაში რომ მივდივარ და ხალხს ვუყურებ, ვფიქრობ ხოლმე, ვინ იცის, რამდენია ჩემს ხელში დაბადებული - მეთქი..." - რას ჰყვება 90 წლის ქალბატონი, რომელმაც 58 წელი გინეკოლოგად იმუშავა? | Allnews.Ge

"ქუჩაში რომ მივდივარ და ხალხს ვუყურებ, ვფიქრობ ხოლმე, ვინ იცის, რამდენია ჩემს ხელში დაბადებული - მეთქი..." - რას ჰყვება 90 წლის ქალბატონი, რომელმაც 58 წელი გინეკოლოგად იმუშავა?

"ყო­ველ მო­რი­გე­ო­ბა­ზე ხან 10 ბავ­შვი იბა­დე­ბო­და, ხან - მე­ტიც... ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ვარ და ხალ­ხს ვუ­ყუ­რებ, ვფიქ­რობ ხოლ­მე, ვინ იცის, რამ­დე­ნია ჩემს ხელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი - მეთ­ქი..." - გვე­უბ­ნე­ბა 90 წლის ნა­თე­ლა გობ­რო­ნი­ძე, ექი­მი-გი­ნე­კო­ლო­გი, რო­მე­ლიც 58 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში მუ­შა­ობ­და.

ექი­მო­ბა ხომ ჰუ­მა­ნუ­რი პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ გი­ნე­კო­ლო­გო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლად კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მეა.

15 წე­ლია, რაც პრაქ­ტი­კულ მე­დი­ცი­ნას ჩა­მოს­ცილ­და და გული წყდე­ბა, რომ ამ საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა აღარ უწევს.

ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლია. 3 წლის იყო, მშობ­ლე­ბი რომ გა­და­უ­სახ­ლეს...

რო­გორ გახ­და ექი­მი, რა მო­უ­ტა­ნა პრო­ფე­სი­ამ და რას ურ­ჩევს დამ­წყებ ექი­მებს? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ქალ­ბა­ტო­ნიო ნა­თე­ლა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ასე მგო­ნია, ახ­ლაც რომ მო­გე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში შეს­ვლის, თქვენს პრო­ფე­სი­ულ ვალს უპ­რობ­ლე­მოდ შე­ას­რუ­ლებთ, ასეა?

- ადა­მი­ა­ნი ხომ იცით, მა­ინც ეგო­ის­ტია და გი­პა­სუ­ხებთ, რომ კი, შევ­ძლებ... 15 წე­ლია აღარ ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ერთ სამ­სა­ხურ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ვე. 58 წლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტა­ჟი მაქვს. ეს საქ­მე რომ არ მყვა­რე­ბო­და, ამ­დენ დროს ხომ არ და­ვუთ­მობ­დი?!

ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა. მთე­ლი ის წლე­ბი დიდი ხა­ლი­სი­თა და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი... კი, გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ახლა აღარ ვმუ­შა­ობ.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ექი­მო­ბა?

- მო­ყო­ლას ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ - ჩემი მშობ­ლე­ბი 1937 წელს ციმ­ბირ­ში, ენი­სე­ის­კში გა­და­ა­სახ­ლეს. მათ გა­რე­შე ვიზ­რდე­ბო­დი... სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა იყო მათი გა­და­სახ­ლე­ბის მი­ზე­ზი... იქ პა­ტიმ­რო­ბა­ში19 წე­ლი­წა­დი იყ­ვნენ.

მე 1934 წელს და­ვი­ბა­დე და 3 წლი­სა მათ გა­რე­შე დავ­რჩი. ჩემს მშობ­ლებს არ ვიც­ნობ­დი, უბ­რა­ლოდ, ვი­ცო­დი, რომ მყავ­და დედა და მამა, რომ­ლე­ბის შორს იყ­ვნენ გა­და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი.

სას­ჯე­ლის ბოლო სამი წელი ყა­ზა­ხეთ­ში სა­მუ­და­მო გა­და­სახ­ლე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ქა­ლაქ­ში თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ. იმ 19 წლი­დან მხო­ლოდ 3 წელი იყ­ვნენ თა­ვი­სუფ­ლად. მერე ხრუშ­ჩოვ­მა გა­მო­უშ­ვა ბრძა­ნე­ბა და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. მა­ნამ­დე ცალ-ცალ­კე იყ­ვნენ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში, მხო­ლოდ ყა­ზა­ხეთ­ში შე­ერ­თდნენ.

ginekologiiqq-56693-1743682746.jpg

ჩემს აღ­ზრდა­ში თბი­ლის­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი - ბე­ბია, ბიძა...

მშობ­ლე­ბი როცა დაბ­რუნ­დნენ, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ახლო ადა­მი­ა­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად უც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ.

- პრო­ფე­სი­აც მათ გა­რე­შე აირ­ჩი­ეთ?

- მე არ ამორ­ჩე­ვია, დე­და­ჩემ­მა ამირ­ჩია... რომ ჩა­მო­ვი­და, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი. ისი­ნი ყა­ზა­ხეთ­ში როცა გად­მო­იყ­ვა­ნეს, მათ­თან რა­ღაც ფორ­მით კონ­ტაქ­ტი უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. დე­დას უთ­ქვამს და კა­ტე­გო­რი­უ­ლა­დაც მო­უ­თხო­ვია, რომ მე სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში შე­მე­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი. ამ­ბობ­და, აქ პა­ტი­მა­რი ექი­მე­ბი უკე­თეს პი­რო­ბებ­ში არი­ან, ვიდ­რე ჩვე­ნო. მას ორი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბე­ლი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ იქ არ­ცერ­თი გა­მო­ად­გა... მოკ­ლედ, უნ­დო­და, რომ ექი­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- ასე რომ, ყა­ზა­ხე­თი­დან მოს­თხო­ვა ახ­ლობ­ლებს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე გეს­წავ­ლათ. ექი­მო­ბა თა­ვად არ გინ­დო­დათ?

- სკო­ლა მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე, სწავ­ლა ქი­მი­ურ­ზე მინ­დო­და. რომ გა­ი­გო, სა­ბუ­თე­ბი ქი­მი­ურ­ზე მქონ­და შე­ტა­ნი­ლი, ბი­ძა­ჩემს დე­პე­შა გა­მო­უგ­ზავ­ნა (ბი­ძა­ჩე­მი ფსი­ქი­ატ­რი, პრო­ფე­სო­რი გახ­ლდათ) , - ნა­თე­ლას მო­მა­ვალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად არ გი­ფიქ­რი­ათ. სას­წრა­ფოდ მო­ვი­თხოვ, სა­ბუ­თე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში შე­ი­ტა­ნო­თო. მა­შინ ბახ­მა­რო­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვი. ბი­ძა­ჩემ­მა ჩემ გა­რე­შე გა­და­ი­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი და იქ მაც­ნო­ბა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ხარ ჩა­რი­ცხუ­ლიო.

დე­დის ამ არ­ჩე­ვან­მა გა­ა­მარ­თლა, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი და სულ მად­ლო­ბას ვუხ­დი­დი, რომ კარ­გი საქ­მე გა­მი­კე­თე-მეთ­ქი.

- პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა რო­დის და­ი­წყეთ?

- 1959 წელს, მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში და სულ ერთ ად­გილ­ზე ვი­მუ­შა­ვე... გი­ნე­კო­ლო­გია იმი­ტომ ავირ­ჩიე, რად­გან ვფიქ­რობ­დი, რომ ბავ­შვის და­ბა­დე­ბა, და­დე­ბით, კარგ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ის სირ­თუ­ლე­ებ­ზე მა­შინ არ მი­ფიქ­რია. მი­მაჩ­ნდა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია იყო და ახალ სი­ცო­ცხლეს­თან მექ­ნე­ბო­და საქ­მე... სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი პრო­ფე­სი­ით, სამ­სა­ხუ­რით... იხილეთ სრულად