“ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია - მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“ - მიხეილ ქარელი სააკაშვილზე | Allnews.Ge

“ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია - მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“ - მიხეილ ქარელი სააკაშვილზე

“ომი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთი უდი­დე­სი ავან­ტი­უ­რა გახ­ლდათ - ის ფსი­ქი­კუ­რად სა­ში­ში ადა­მი­ა­ნია, ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფია და მი­მაჩ­ნია, რომ დღე­საც სა­ში­შია. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ყო­ველ­თვის მქონ­და იმის გან­ცდა, რომ სა­დღაც შორს, წინა ცხოვ­რე­ბა­ში, ჰიტ­ლე­რის თა­ნა­შემ­წე ვი­ყა­ვი“,- ამის შე­სა­ხებ შიდა ქარ­თლში პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ­მა რწმუ­ნე­ბულ­მა, მი­ხე­ილ ქა­რელ­მა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე, სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხია 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი.რო­გორც მი­ხე­ილ ქა­რელ­მა სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ის მზად არის კო­მი­სი­ის ყვე­ლა შე­კი­თხვას უპა­სუ­ხოს, თუკი კო­მი­სი­ას მას­თან და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი ექ­ნე­ბა.

“ბოლო დროს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ხიბლში იმ­დე­ნად შე­ვი­და, რომ უკვე აღარ შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნა, ეს იმ­დე­ნად აღი­ზი­ა­ნებ­და, რომ უკვე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­დი­ო­და. გი­თხა­რით, რომ ერთხელ აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ვნა­ხე და ადა­მი­ა­ნის­თვის სუ­ლაც არ არის ჰქონ­დეს უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა, რომ და­უს­ვა დი­აგ­ნო­ზი, თუ ის ფსი­ქი­კუ­რად მარ­თლაც ავად­მყო­ფია, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. მა­შინ, მე გან­ცხა­დე­ბაც დავ­წე­რე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ; და­მი­ბა­რა და და­ხია [გან­ცხა­დე­ბა], გა­გი­ჟე­ბულ­მა თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში მი­მო­ფან­ტა და გა­მაფრ­თხი­ლა, რომ მე­ო­რედ მსგავ­სი რამ არ გა­მე­ბე­და და თუ გავ­ბე­დავ­დი, თვი­თონ იცო­და, სად გამ­გზავ­ნი­და. სხვა­თა შო­რის, უკვე ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე თვი­თონ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­თვი­საც არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, დად­გე­ბო­და ის დღე, როცა მოვ­ხვდე­ბო­დი ცი­ხე­ში იმი­ტომ, რომ მისი ქმე­დე­ბე­ბი უკვე ჩემ­თვი­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე არა მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ინც ვერ ავ­ცდი ამ უბე­დუ­რე­ბას, ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ რა ელო­დე­ბო­და ჩემ ოჯახს და სა­ახ­ლობ­ლოს ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ.

რა თქმა უნდა, მან ვერ აი­ტა­ნა ის, რომ ოპო­ზი­ცი­ის და საპ­რო­ტეს­ტო მუხტს მხა­რი და­ვი­ჭი­რე და მა­შინ­ვე გას­ცა ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა. ჯერ ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში მი­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ფი­ზი­კუ­რად გა­მის­წორ­დნენ. ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­ტო­ნის ოთახ­ში დამ­ტო­ვეს. ითხოვ­დნენ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას და ამას რომ ვერ იღებ­დნენ, უფრო და უფრო სას­ტი­კად იქ­ცე­ოდ­ნენ. შემ­დეგ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც და­ა­პა­ტიმ­რეს. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­მარ­ცხვი­ნო ჩვე­ნე­ბაც გახ­სოვთ. ჩემ­გან რომ ვერ მი­ი­ღო ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც თვი­თონ სურ­და, უკვე შემ­დეგ მთე­ლი ზე­წო­ლა ჩემ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ჩემ მო­ხუ­ცებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. მშობ­ლე­ბის სა­ხელ­ზე აღ­რი­ცხუ­ლი [ქო­ნე­ბა] მთლი­ა­ნად წაგ­ვარ­თვა, ჩა­მოგ­ვარ­თვა. ცალ­კე თე­მაა, სა­მარ­თლებ­რი­ვად ეს რო­გორ შე­ფუ­თა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ქა­რელ­მა

მისი თქმით, სა­ხე­ლი­დან მის მშობ­ლებს აძე­ვებ­დნენ და ამ ფაქტს სო­ფელ­ში სა­მე­ზობ­ლო უპი­რის­პირ­დე­ბო­და.

“ეს ვერ მო­ა­ხერ­ხეს, რად­გან ამათ სა­მე­ზობ­ლო, სო­ფე­ლი უპი­რის­პირ­დე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ, მერე ამ ომმა, რო­მე­ლიც მისი ერთ-ერთი უდი­დე­სი ავან­ტი­უ­რა გახ­ლდათ - ომის დროს ჩემი ის სახ­ლი, სა­დაც მე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, პა­პა­ჩე­მის აშე­ნე­ბუ­ლი, დაწ­ვეს და მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რეს. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ის ფსი­ქი­კუ­რად სა­ში­ში ადა­მი­ა­ნია, ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფია და მი­მაჩ­ნია, რომ დღე­საც სა­ში­შია, ჩემი აზ­რით. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ამი­ტომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მხარს ვუ­ჭერ თქვე­ნი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას. თუ და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი იქ­ნე­ბა ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მზად ვარ, რომ გა­მოვ­ცხად­დე თქვე­ნი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე.

გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ყო­ველ­თვის მქონ­და იმის გან­ცდა, რომ სა­დღაც შორს, წინა ცხოვ­რე­ბა­ში ჰიტ­ლე­რის თა­ნა­შემ­წე ვი­ყა­ვი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ქა­რელ­მა.