"მამა დილიდან ღამემდე მუშაობდა, დედა 4 ბიჭს გვზრდიდა... ვამაყობ ჩემი მშობლებით..." - ოთარ კიტეიშვილი ოჯახზე | Allnews.Ge

"მამა დილიდან ღამემდე მუშაობდა, დედა 4 ბიჭს გვზრდიდა... ვამაყობ ჩემი მშობლებით..." - ოთარ კიტეიშვილი ოჯახზე

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ახალი კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა.

"ეროვნულ ნაკრებში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი სიხარულია, როდესაც შეგიძლია შენი ქვეყანა წარმოადგინო", - აღნიშნა და განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა ბავშვობასა და მშობლებზე.

"რუსთავში ვიზრდებოდი, კარგი პერიოდი იყო... სირთულეებიც იყო, რა თქმა უნდა. 4 ბიჭის გაზრდა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული... მამა დილიდან ღამემდე მუშაობდა, დედა 4 ბიჭს გვზრდიდა. ვამაყობ ჩემი მშობლებით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მათგან და რაც დრო გადის, უფრო მეტად ვხვდები, რამდენი რამ მაქვს მათგან ნასწავლი და შეძენილი".