"ქართველები ჩვენზე უპირატესად გამოიყურებიან: უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ" - რას წერს სომხური მედია მომავალ მატჩზე?
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკვე სომხეთის დედაქალაქშია, "ჯვაროსნები" დღეს გაემგზავრნენ ერევანში, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილის გასარკვევად საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველი მატჩი გაიმართება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდება.
სომხეთში მომავალი მატჩის წინ სერიოზული მზადებაა, დღეს ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ჟანა ანდრეასიანი ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ნაკრების ვარჯიშს დაესწრო...
მან ფეხბურთელებს მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა. მინისტრი ასევე ესაუბრა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, FFA-ს პრეზიდენტს არმენ მელიქბეკიანს და ვიცე-პრეზიდენტს არმენ ნიქოღოსიანს. ის დაინტერესდა ნაკრების მოსამზადებელი ვარჯიშებით და გუნდში არსებული ატმოსფეროთი.
ანდრეასიანმა იმედი გამოთქვა, რომ "საკუთარი კედლები და გულშემატკივართა თანადგომა მათ გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარება".

კადრი სომხეთი ნაკრების ვარჯიშიდან
საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა აღნიშნა, რომ გუნდის განწყობა კარგია, ნაკრებში მოწვეული ყველა ფეხბურთელი მზადაა. ფედერაციის პრეზიდენტმა მინისტრს ასევე აცნობა, რომ ეროვნული ნაკრებისა და რუსული "კრასნოდარის" ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ სპერტსიანი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს, მაგრამ სტადიონზე იქნება, რათა თანაგუნდელები ადგილიდან გაამხნეოს. შეხვედრაზე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან'ტ სხიპი წარადგინა. იხილეთ სრულად