რა არის ცნობილი მომღერალზე, რომელიც წელს, საქართველოს "ევროვიზიაზე" წარადგენს და ვინ არის მისი სპორტსმენი შეყვარებული? | Allnews.Ge

რა არის ცნობილი მომღერალზე, რომელიც წელს, საქართველოს "ევროვიზიაზე" წარადგენს და ვინ არის მისი სპორტსმენი შეყვარებული?

რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვეიცარია უმასპინძლებს. ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად 200 მილიონამდე მაყურებელი ადევნებს თვალს, საქართველო უკვე მეჩვიდმეტედ მიიღებს მონაწილეობას. კითხვაზე-ვინ წარ­დსგე­ბა წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, ოფიციალურ ინ­ფორ­მა­ცი­ას პირ­ვე­ლი არხი 15 მარ­ტამ­დე გა­ავ­რცე­ლებს.

მომღერალ თათია კობალაძის ინფორმაციით გადაწყვეტილება მიღებულია, კანდიდატი არჩეულია და ის მარიამ შენგელიაა.

მარიამი, პირველად 2018 წელს x ფაქტორში გამოჩნდა, ბოლო წლე­ბია შენ­გე­ლი­ას თა­ვი­სი ბენ­დი, სა­ხე­ლად "მიქსტუ­რა“ ჰყავს, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის ქა­ვე­რებს ას­რუ­ლებს

მომღერალი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებში აქტიურად ჩაერთო და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ტეს­ტის ფონ­ზე იმ მომ­ღერ­ლებს შო­რის, ვი­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა არ გა­მო­უ­ხა­ტავს, რის გამოც მას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რიტ მომ­ღერ­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

ევ­რო­ვი­ზი­ის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში საქართველოს წარმომადგენელი , 15 მა­ისს იმ­ღე­რებს.

სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რა ჰქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი თა­თია კო­ბა­ლა­ძესაც, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ე­ბია სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, კომ­პო­ზი­ტორ­მა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა კი სიმღერა სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის და ამ კონ­კუ­რის­თვის და­წე­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­დგე­ნის­თვის იბ­რძო­და შტა­ტებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინი ბრეგ­ვა­ძეც.

ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.საქართველომ საუკეთესო შედეგი 2010 და 2011 წლებში მიაღწია.