"ღვინის ქარხანაში" ხანძარია - რა ვიცით მომხდარზე? | Allnews.Ge

"ღვინის ქარხანაში" ხანძარია - რა ვიცით მომხდარზე?

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, "ღვინის ქარხანაში" ხანძარია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი "ღვინის ქარხანაში" არსებული ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.

მათივე თქმით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.